მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – “რეალი”. მატჩის საუკეთესო მოთამაშე

“ბარსელონა” – “რეალი”. მატჩის საუკეთესო მოთამაშე

გუშინ “ბარსელონამ” კიდევ ერთი თასი შეჰმატა საკუთარ მუზეუმს – ესპანეთის სუპერთასი.

ესპანეთის სუპერთასის ფინალის საპასუხო შეხვედრა, რომელიც “კამპ ნოუზე” გაიმართა, კატალონიელების გამარჯვებით დასრულდა. ანგარიში ანდრეს ინიესტამ გახსნა და გუნდი დააწინაურა. მადრიდელებმა მალევე შესძლეს და თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი გოლით ანგარიში გაათანაბრეს. პირველი ტაიმის მიწურულს კასილიასის კარი ლეო მესიმ აიღო. მატჩის მეორე ნახევარი დაძაბული აღმოჩნდა. შეხვედრის 82–ე წუთზე ბენზემამ გაიტანა. ყველაფერი დამატებითი ტაიმისკენ მიდიოდა, თუმცა ლეო მესიმ მადრიდელებს დიდხანს სიხარულის საშუალება არ მისცა. ლეომ ფაბრეგასის მიერ წამოწყებული კომბინაციის შემდეგ ადრიანოს გადაცემით ისარგებლა და 88–ე წუთზე საკუთარი გუნდი დააწინაურა.

საბოლოოდ ტაბლოზე 3:2 დაფიქსირდა (ორი მატჩის ჯამში 5:4).

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში