workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ალავესი ლოგო

ალავესი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 23 ოქტომბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 23 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 23 ოქტომბერს მოხდა.

თამაშები

23 ოქტომბერს “ბარსელონამ” 17  ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 15 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.

1915 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი (1969-1971) ვიკ ბაკინგემი.

1961 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ლეგენდარული მეკარე ანდონი სუბისარეტა. 1986-1994 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 410 თამაში ჩაატარა. სუბისარეტამ კატალონიურ გუნდში 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის თასი, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 თასების მფლობელთა თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა და 1 ევროპის სუპერ თასი მოიგო.

1971 წელი

გაიხსნა “პალაუ ბლაუგრანა” – “ბარსელონას” კალათბურთის, ხელბურთის, ფუტსალისა და გორგოლაჭებიანი ჰოკეის გუნდების არენა.

2010 წელი

ლა ლიგის გასვლით შეხვედრაში “ბარსელონამ” “სარაგოსა” ლიონელ მესის დუბლით 2-0 დაამარცხა. ეს მატჩი ლეოსთვის ლა ლიგაში 150-ე, ხოლო დუბლი მე-20 გამოდგა. ლა ლიგაში 50-ე შეხვედრა ჩაატარა პედრომ.

2012 წელი

“სელტიკთან” გამართულ შეხვედრაში (2-1) “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის (1992 წლიდან) ისტორიაში მე-3 გუნდი გახდა “რეალ მადრიდისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” შემდეგ, რომელსაც ამ ტურნირზე 100 მოგება დაუგროვდა.

2021 წელი

კლუბის წევრთა წარმომადგენლების გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა Espai Barça-ს პროექტისთვის მაქსიმუმ 1.5 მილიარდი ევროს დაფინანსების მოპოვების უფლებამოსილებას. გადაწყვეტილებას 405-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, 21 წინააღმდეგი იყო, ხოლო 6-მა თავი შეიკავა. მოგვიანებით გადაწყვეტილება კლუბის წევრებმა რეფერენდუმითაც დაამტკიცეს.

2022 წელი

“ბარსელონამ” “ატლეტიკი” 4-0 დაამარცხა. უსმან დემბელემ ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გოლი “ბარსელონასთვის” ესპანეთის ჩემპიონატის საშინაო მატჩებში მე-4000 აღმოჩნდა.

2024 წელი

ჩემპიონთა ლიგის მატჩში ჰანსი ფლიკის გუნდმა “ბაიერნს” 4-1 მოუგო. რაფინიამ ჰეთ თრიქი შეასრულა, ერთი გოლი კი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. ეს იყო “ბარსელონას” პირველი გამარჯვება მიუნხენელებთან 2015 წლის შემდეგ და მნიშვნელოვანი პასუხი 2020 წლის 2-8 მარცხზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 23 ოქტ 2021, 19:17

    ციტატა: El pistolero 9
    სტატისტიკა კარგი გვქონია ამ დღეს


    ამ დღეს კი, აი ხვალ ნეტავ როგორი იქნება.

  • El pistolero 9
    schedule 23 ოქტ 2021, 14:09

    სტატისტიკა კარგი გვქონია ამ დღეს