2021 წელი თითქმის მიიწურა. მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ წლის ბოლომდე დარჩენილი 2 თამაში როგორმე უნდა გადავაგოროთ. “ელჩეს” შინ ვეთამაშებით, “სევილიას” – სტუმრად.
არსებობს იმის წინაპირობა, რომ იანვარში ბევრი რამ შეიცვლება, რაც “ბარსელონას” თამაშს გააუმჯობესებს. Mundo Deportivo ჩამოთვლის 10 მიზეზს, რომლებიც იმის ფიქრის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩავი ერნანდესის გუნდი უკეთესი გახდება.
1. ლა ლიგის იოლი კალენდარი
იანვარში 4 თამაში გვაქვს. ჩვენი მეტოქეები “მალიორკა”, “გრანადა”, “რაიო ვალიეკანო” და “ალავესი” იქნებიან. მართალია, 12 ქულა გვჭირდება, მაგრამ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ “ბარსა”, ამჟამინდელთან შედარებით, უკეთ ითამაშებს.
2. ანსუ ფატის დაბრუნება
“ბარსას” გამტანი ფეხბურთელი უბრუნდება. ფატი ის მოთამაშეა, რომელმაც პირველ 50 მატჩში უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე მესიმ პირველ 50 შეხვედრაში.
3. პედრი გამოჯანმრთელდება
პედრიმ გასულ სეზონში თითქმის ყველა მატჩში ითამაშა. ესპანელი შესანიშნავად გამოიყურებოდა, რაც დაუფასდა კიდეც – ის Tuttosport-ისა და France Football-ის რჩეული, ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. “ბლაუგრანას” პედრის დაბრუნება ძალიან წაადგება, რადგან გუნდი მასთან ერთად ვერტიკალურად უკეთ თამაშობს.
4. ალვესის თამაში
იანვრიდან დანი ალვესს თამაშის უფლება ექნება. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი 38 წლისაა, “ბოკა ხუნიორსის” წინააღმდეგ უკვე ვნახეთ, რომ ის ისევ ძველებურად მოტივირებულია.
5. თავდამსხმელის შეძენა
აქტიურად იწერება, რომ “ბარსელონა” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თავდამსხმელის გაფორმებას აპირებს. მთავარი კანდიდატები ფერან ტორესი და ედინსონ კავანი არიან. ფერანის დამატება აწმყოსა და სამომავლო გეგმებისთვის შესანიშნავი ვარიანტია, კავანი კი აგუეროს იდეალური შემცვლელი იქნებოდა.
6. დეპაი წნეხს მოიხსნის
დღევანდელ “ბარსაში” ჩანს, რომ ლიდერი დეპაია, რასაც ნიდერლანდელი თავს ვერ ართმევს. ფატის დაბრუნების შემდეგ და ფერან ტორესის დამატების შემთვხვევაში მემფისზე დიდი ზეწოლა აღარ იქნება, რაც მას თავს უფრო კომფორტულად აგრძნობინებს.
7. ბრეითუეიტის გამოჯანმრთელება
ჩავი ერნანდესს მარტინ ბრეითუეიტის სახით კიდევ ერთი თავდამსხმელი თადარიგში ეყოლება. დანიელი “ბლაუგრანას” ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში დუბლი შეასრულა.
8. პაუზა ჩავის სასარგებლოდ
მიმდინარე წლის ბოლო თამაშიდან “მალიორკასთან” მატჩამდე ჩავის 10 თავისუფალი დღე ექნება იმისათვის, რომ განსაზღვროს, რამ არ იმუშავა, რისი გამოსწორება და რა გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.
9. მარცხის შიშის დაძლევა
“ბარსა” ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. ეს უკვე წარსულია. ახლა ფეხბურთელებმა უნდა დაძლიონ თამაშების წაგების შიში. მათ ტრამვული სტრესის გარეშე და გაბედულად უნდა ითამაშონ.
10. უკეთესის იმედი
2022 წელი გასულ წელთან შედარებით უარესი ვერ იქნება. უკეთესის იმედი ნამდვილად უნდა გვქონდეს.
ამ შედეგების გამო ხომ ჩამოახრჩობდნენ კუმანს? ჯერ ჯერობით ჩავი ვერაფერს ხელშესახებს ახერხებს, არც შემადგენლობაა ბარსელონას დონის. ამაზე მაგარი ფეხბურთელები, რომლებიც ეხლა ძირითადში გვყავს, სათადარიგო სკამზეც ვერ ხვდებიდნენ 8-10 წლის წინ. იგივე სვარკაა ჯერ -ჯერობით ამ ბარსას ყურება და თავს ნუ ვიტყუებთ. შეიძლება ჩავიმ საოცრება შექმნას, (ცოტა კი მეეჭვება), მაგრამ ამ მოთამაშეებით?! შეუძლებელია.
ის რო ჩავი სერიოზულად უდგება საქმეს და არც მუშაობა ეზარება უკვე კარგად ჩანს იმ გაბერილისგან განსხვავებით.
ზამთარში უნდა გაძლიერდეს გუნდი. იმედია ლა ლიგაში ოთხეულში შევალთ
არავინ არ გაუშვებს ჩავის, ამ გუნდით ჩავი კიარა ვერავინ ვერ შეძლებს წესიერ თამაშს, გაიზრდებიან ახალგაზრდები, მოიყვანენ წესიერ ხალხს და მერე იმსჯელეთ ჩავის მწვრთნელობაზე, ლაპორტა არ გაუშვებს ჩავის მინიმუმ 4 წელი, თუ გაუშვებს და მოუ@@ნავენ ყველაფერს
Truxilio,
რა ხავის გაუშვებს როცა არ იცი რახდება გუნდში და რა დრო ჭირდება ზოგადად მწვრთნელს მასე დასკვენი არ უნდა გამოიტანო ჩავი ოთხი წელი მინიმუმ არსად წავა მაგისთვის მოიყვანეს რო ააწყოს თავის გემოზე გუნდი და არა აწყობილი ჩაიბაროს არავინ თხოვს ტიტულებს წელს ჩავის
პროსტა სიამრთლესთვალებში ჩახედეთ ხვავი ვერ იქნება მესია . საანამ გუნდსკონკურენტ უნარიანი შემადგენლეობა არ ეყოლება გამოუცდელი ხავი ვერაფერს ვერ გაააკეთებს …. კუმანი გასაშვები იყოო და მოსაყვანიც არი იყოოო მარა გუნდის მდგომარებასთნ დაკავშირდებით მწვრთნელის ბრალეულობა ყველაე ნაკლებია . აქ არი უაზრო პროლიტიკის ბრალი რომელსაც წინა ხელმწძღვანელობა და ახალი აფერისტი ხელმძღვანელი რომელმაც დაკარგა მესი … გუნდი დატოვა საყრდენის გარეშე დატოვა უიმედო მდგომარეობაში ლიდერად მოუყვანა დეპაიი … კაიიი რა რა მწვრთნელზეა და 10 პუნქტზე საუბარიიი საოცრებაა …. მინდა რო გაამრთლოს მარა ჩავიცჩააგდოო ლაპრტამ ჩვეულებრივ წუმპეში … მოეყვანა მაშინ სეზონის დასწყისში არა უბრალოდ დრო გაწელა ზუსტად იცოდა ეს შედეგები 4 ში შესვლა რო სანატრეილიი იქნებოდა . დრო გაწელა და მეტი არაფერი მომავლაი სეზონის შაუში ხავის გაუშვებს და რა … ბრეიტვეტმა და დეპაიმ რა შედეგი უნდა მოიტანონ ? აქ გამოდგებიან და ხავის ალ ასდში მიღევებზე დაიწყებენ ლაპრაკს კაიიიი რა სირცხვილია რა ალ ასადი … მაქედან რო მოგყავს მწრთნელი რაც არ უდნა გუნდის ლეგენდა იყოს ტეხავს …
azulgerana,
მოგებები რო ასე მალე არ დაიწყება და მაგარ ფეხბურთს ვერ ითამაშებს გუნდი ამ რესურსით ელემენტარულო შემტევი არ ყავს გუნდს ფლანგის მცველი არაა წესიერი ამიტო როცა ყველა ხოდზე იქნება მერე უნდა შევაფასოთ გუნდი დაახლოებით სეზონის ბოლომდე მოუწევს ჩავის დალაგება გუნდის ასე მარტივად არ ხდება გუნდის აწყობა მითუმეტეს ნახევარი გუნდი არ ყავს ან ვინც ყავს გასაგდებია თებერვლიდან გამოჩნდებქ ყველაფერი კარგად
ვახ,მეგობარო,რომ იცოდე,როგორ მომბერზრდნენ შენნაირი ტიპები,რომლებსაც ჰგონიათ,რომ პროგრესის მიღწევა უმოკლეს დროში შეიძლება.მოდი დაფიქრდი ჩავი სად მოვიდა?წარმოიდგინე კუმანს ჰყავდა გუნდი,აიღო და რაღაც სიმაღლიდან ისეთ ჭაობამდე დაგვიყვანა,რომ გაჭედილები ვართ.მოვიდა ჩავი და ცდილობს ამოგვოყვანოს,რასაც დრო სჭირდება.კუმანის დროს რა დისციპლინაზე იყო საუბარი,ან რა პრინციოებზე,ან რა ფილოსოფიაზე,ჯერ მარტო მაგით დავიწყოთ,რომ მწვრთნელმა პრინციპები და ფილოსფია შემოიტანა კლუბში.მერედა,რა ჩავის ბრალია დესტი და მინგესა(მაგალითად),რომ არაფრად ვარგანან და უმარტივეს სოტუაციებში დილეტანტებივით იქცევიან.ჩავის ბრალია გუნდს,რომ გამტანი არ ჰყავს და ლუკ დეიონგია კლუბში?რატომ არ გინდათ სხვა კუთხით შეხედოთ ყველაფერს.კაცი გრძელვადიანი პროექტისთვის მოვიდა და არა იმისთვის,რომ ოქტიმბერში მოსულმა ამ გუნდით სადაც 18-19 წლის ბიჭები არიან ჩემპინთა ლიგა დადოს წელსვე.
azulgerana,
მთლად ეგრეც არაა, გუნდიდან უვარგისი ხალხის გაყრა დაიწყო, გუნდს ბოლობოლო წესიერი პრესინგი ათამაშა, ვარჯიში დაუწყო გუნდმა წესიერი, თამაშს რაღაცით მაინც ეტყობა რას თამაშობს გუნდი, და რაღაც კომბინაციებიც აქვთ შემუშავებული, კუმანი კი ყველანაირად ნაშინელი მწვრთნელიც და ადამიანიც არ იყო კარგი, მაგრამ ეს ფეხბურთელები იქაც თუ არ ვარგოდნენ აქ ჩავი 1 თვეში ჯადოქარი არაა რომ აეთამაშებინა..
პროსტა რაც ხავიმ გააკეთა დანიშვნიდან დღემდე, იგივეს აკეთებდა ჰოლანდიელი კუმანი. პროსტა ის ხალხს არ ევასებოდა რაღაცნაირი ამპარტავანი ყვერი იყო. მოგებების მხრივ არაფერი არ შეცვლილა. მაინც სოსიედადი გვიგებს 🤣 და ბოკა
მაგას კიდევ დაემატება რაღაც რაღაცეები და წესით წელს 4 წულში შევალთ და ევროპა ლიგის მოგებისთვისაც ვიბრძოლებთ
გვაფიქრებინებს კი არა, უეჭველი უკეთესი იქნება,პროსტა ერთი-ორი ტრანსფერი და ნაგვის გადაყრაასაჭირო ზამთარში და ეგაა.