დღეს, “ბარსელონას” აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ, გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
არგენტინელის პრესკონფერენციას “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლაც ესწრებოდა, რომელმაც ESPN-სთან კომენტარი გააკეთა:
მარადონამ იტალია დაიპყრომ, მესიმ – ესპანეთი, აგუერომ კი ეს ინგლისში გააკეთა. მათზე მათივე რიცხვები მეტყველებს.
გვარდიოლა “ქალაქელების” თავკაცი 2016 წელს გახდა და აგუეროს 5 წლის განმავლობაში წვრთნიდა.




მარადონამ იტალია დაიპყრომ, მესიმ – ესპანეთი, აგუერომ კი ეს ინგლისში გააკეთა. მათზე მათივე რიცხვები მეტყველებს.
შეეძლო დაემატებინა პელემ კი ბრაზილიაო.
ლეგიონერებში ყველაზე მეტი გოლი აქვს პრემიერ ლიგაში კუნს და ეს ძაან მაგარი მიღწევაა
სხვა გზა არ ჰქონდა პეპს, უნდა შეგუებოდა, რომ მის გუნდს მეტი სჭირდებოდა, კუნმა მაქსიმუმი გააკეთა და წასვლის დრო ჰქონდა უკვე, აგერ გამოჩნდა კიდევაც
ამან რომ იტირა აგუეროს გაცილებისას მაგაზე თქვეს ყალი ცრემლებიაო და ახლა მაგიტო ჩამოვიდა რომ დაამტკიცოს სიმართლე და თან დააფასოს ალბათ კუნი