ჟოზე მოურინიომ პრესასთან შესახვედრად კვლავ აიტორ კარანკა გააგზავნა. კარანკა პასუხობდა ჟურნალისტების შეკითხვებს “ბერნაბეუზე” გაგორებული ფრის შემდეგაც. “უნდა შევეცადოთ მატჩის დაწყებისთანავე მოვიგოთ.”– განაცხადა აიტორმა, რომელიც როგორც ჩანს მიმდინარე სეზონში მოურინიოს სპიკერი იქნება. “ჩვენ თასს წავიღებთ, თუ ვითამაშებთ ისე, როგორც “ბერნაბეუზე”. ცვლილებებს შევიტანთ გუნდში, მაგრამ ამას ხვალ (დღეს) გადავწყვეტთ.”
კარანკას განცხადებით ფრედ დასრულებული პირველი შეხვედრა მათ მოგების გარდა სხვა გზას არ უტოვებს. “თამაშზე კონცენტრირებულები ვართ. ვიცით, რომ პირველი შეხვედრის ანგარიში მოგების გარდა გზას არ გვიტოვებს. ნამდვილად გვინდა ბარსელონაში გამარჯვება, განსაკუთრებით პირველი შეხვედრის შემდეგ. ჩვენ ვფიქრობთ მხოლოდ ჩვენს თამაშზე, მუშაოაბასა და იმაზე, თუ როგორ ვითამაშეთ აქამდე.”
მადრიდის “რეალმა” უფრო ბევრჯერ დაარტყა “ბარსას” კარის მიმართულებით და ბურთის ფლობაშიც აჯობეს კატალონიელებს. თავის მხრივ კარანკას სჯერა, რომ მათ ძალუძთ “ბარსელონას” დამარცხება “კამპ ნოუზე”. “ჩვენ მოვიგებთ სუპერთასს, თუ ვითამაშებთ ისე, როგორც პირველ შეხვედრაში. უამრავი შესაძლებლობა გვქონდა შეხვედრის მოგების. დარწმუნებული ვარ, რომ თუ იმდენივე შესაძლებლობა მოგვეცემა ბარსელონაში, აუცილებლად გავიტანთ გოლებს. უნდა შევეცადოთ, რომ დასაწყისშივე მოვიგოთ. შევეცდებით, რომ ვითამაშოთ მაღალ დონეზე და ჩვენი ძალისხმევა ტაბლოზეც ავსახოთ.”
“პრესის წარმომადგენლები, ვინც ყველაზე კარგად იცნობენ პეპეს, მადრიდელები არიან. თქვენ ყველამ კარგად იცით, თუ როგორია ის სინამდვილეში. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის.”
“პირველმა მატჩებმა აჩვენეს, თუ რამდენად კარგი ფეხბურთელია კოენტრაო. ის უამრავ პოზიციაზე თამაშობდა და გუნდს სავარაუდოდ დღესაც დაეხმარება. კოენტრაო უმაღლესი კლასის მოთამაშეა.”
