Mundo Deportivo “ბარსელონას” სატრანსფერო სამიზნეებზე საინტერესო ცნობებს ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, კატალონიელებს ანდრეას კრისტენსენი მოსწონთ, თუმცა, მას შემდეგ, რაც დანიელი “ჩელსისთან” კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა, მისი დამატება პრაქტიკულად გამორიცხულია.
“ბარსა” ლონდონელთა კიდევ ერთ მცველს, ანტონიო რიუდიგერს აკვირდება, მაგრამ მისი გადაბირებაც რთული იქნება, ვინაიდან, ფეხბურთელის მოთხოვნები ძალიან მაღალია, მის ხელფასს კი “ბლაუგრანა” ვერ გასწვდება. გერმანელის ხელშეკრულება მომავალ ზაფხულში იწურება. მისი საკითხი დავიდ ალაბას საგას ჰგავს.
კატალონიური გრანდი სესარ ასპილიკუეტას ერთ-ერთ ვარიანტად მიიჩნევს. მას თამაში როგორც მარჯვენა მცველად, ისე ცენტრალურ მცველად შეუძლია. ესპანელს მსოფლიო ჩემპიონატის წინ რეგულარული სათამაშო პრაქტიკა სურს. მისი კონტრაქტიც 2022 წლის 30 ივნისს იწურება, თუმცა, შესაძლოა, კლუბი იანვარში შეიცვალოს.
შეტევის გასაძლიერებლად “ბარსელონა” კრისტიან პულიშიჩის ვარიანტს განიხილავს, რომელიც, შესაძლოა, “ჩელსიმ” გაანათხოვროს. ამერიკელმა კოჭის ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდში ადგილი დაკარგა. მას სურს, კვლავ მნიშვნელოვანი მოთამაშე იყოს.




მოკლედ ეს დაკვირვებები გრძელდება და აქ მომსვლელი ჯერ ვერავინ გამოჩნდა, თუ თავისუფალი აგენტი არ არის.
ლისანდრო მარტინესი მოიყვანეთ რა კრისტენსენი
ასპილიკუეტა ჩელსის კაპიტანია, ესე იგი ასე არ ადგება და არ წავა, თანაც 32 წლისაა, უკვე ვეტერანია და ხანგძლივვადიანი გეგმებისათვის მოყავს ლაპორტას ვეტერანი?!
ანუ რიჟა ბაზარია
ზამთარში შეტევა უნდა გავაძლიეროთ აუცილებლად. ტორესი და კავანი მე პირადად კარგ შენაძენებად მიმაჩნია. გუნდი უნდა გაიწმინდოს არასაჭირო ფეხბურთელებისგან. ზაფხულში კიდე ჰალანდი უნდა დავითრიოთ არვიცი როგორ მაგრამ ახლა თუ გავუშვებთ ხელიდან მაგ ბიჭს მერე მორჩა კონცერტი.
დაკვირვება კაი აქვთ ჯვარი წერია, არ ტოვებენ უმეთვალყურეოდ არავის 😀
ეს კიარა ბიჭებო პედრი როდის ბრუნდება იცით ვინმემ?