პეპ გვარდიოლას ეჭვი არ ეპარება მის ფეხბურთელებში და იმედი აქვს, რომ ისინი უკეთესად ითამაშებენ სუპერთასის პირველ შეხვედრასთან შედარებით. მწვრთნელი იმედოვნებს, რომ “ნოუ კამპზე” შეკრებილი გულშემაკტკივრები გუნდს გამარჯვებაში დაეხმარებიან.
პრეს–კონფერენციაზე გვარდიოლამ ყველაფერი გარკვევით თქვა და განაცხადა, რომ “ისინი ჩვენზე უკეთესები იყვნენ, მაგრამ სამ დღეში მაქსიმალურად აღვიდგინეთ ძალები. ჩვენი მენტალიტეტი დაგვეხმარა კარგი შედეგის მიღწევაში“.
სწრაფები
მან იცის, რომ “რეალის” წინააღმდეგ თამაში არ არის ადვილი და მათი დამარცხების გასაღები გვარდიოლას აზრით სწრაფი თამაშია. “პირველ შეხვედრასთან შედარებით ბურთი უფრო სწრაფად უნდა ვამოქმედოთ“.
ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, იქნება თუ არა იმავე შემადგენლობა, რაც მადრიდში იყო. “ვნახავთ ვინ როგორ ფორმაში იქნება და გავნსაზღვრავთ, თუ ვის რამდენი წუთით შეუძლია თამაში“.
ფანები მე–12 ფეხბურთელი
გვარდიოლამ იცის, რომ ფანებს მნიშვნელოვანი როლის შეტანა შეუძლიათ “რეალთან” მატჩში. “როცა ფეხები დაიღლება ფანები დაგვეხმარებიან. არ მახსოვს “რეალთან” მატჩი, რომ სტადიონი სავსე არ ყოფილიყო. ბილეთები კარგად იყიდება და ხალხს მადლობას გადავუხდით მხარდაჭერისთვის“.
სესკის თამაში გამორიცხული არ არის
პრეს–კონფერენციაზე ერთ–ერთი მთავარი საკითხი სესკის ტრანსფერი და მისი დღევანდელ მატჩში შესაძლო მონაწილეობა იყო. გვარდიოლამ მისი თამაში არ გამორიცხა. რაც შეეხება ალექსის სანჩესს, პეპმა განაცხადა, რომ “ჩილელი 6 ფეხბურთელის სამუშაოს ასრულებდა. მან მნიშვნელოვანი როლი შეიტანა კარგ შედეგში და მომავალში კიდევ უფრო დაგხვეხმარება“.
