workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ადნან იანუზაის ტრანსფერს განიხილავს

ბარსელონა ადნან იანუზაის ტრანსფერს განიხილავს

შეტევის გაძლიერებისთვის “ბარსელონას” ერთ-ერთი ვარიანტი ადნან იანუზაის ტრანსფერია, ამბობს კატალონიური TV3-ის ჟურნალისტი ლუი კანუ. 

იანუზაის “რეალ სოსიედადთან” კონტრაქტს ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა “ბარსა” მის იანვარში დამატებაზე მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში გარიგება უფასოდ ვერ შედგება. 

26 წლის ბელგიელს, რომელიც “სოსიედადში” მეხუთე სეზონს ატარებს, სექტემბრის შემდეგ 9 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 1 გოლია (ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, პსვ-ს კარში).

შეტევითი რესურსის სიმცირე ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელთან გამკლავებაც ჩავი ერნანდესს უწევს. შემადგენლობის ზოგად სისუსტესთან ერთად სიტუაციას სამედიცინო კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობაც ართულებს – ამ მომენტისთვის, “ბარსელონას” ერთადერთი თავდამსხმელი, რომელსაც ტრავმა არ აწუხებს, უსმან დემბელეა. შესაბამისად, სულ მცირე ერთი ფორვარდის შეძენა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსას” მთავარი პრიორიტეტია. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 11 დეკ 2021, 16:02

    რას მოვესწარით ამას ვინ იფიქრებდა: "ბარსელონას" ერთადერთი თავდამსხმელი, რომელსაც ტრავმა არ აწუხებს, უსმან დემბელეა.

  • Gigi
    schedule 10 დეკ 2021, 23:03

    რა კამანდაზეა რო ნადირობენ მოკლედ ცუდი კი არა ჯოჯოხეთური სიტუაციაა გუნდში ამ სიტუაციაზე ცუდიას თქმა კონპლიმენტია რა იანუზაი ხო არ კაიფობენ ესენი მანჩესტერმა თავის დროზე წიხლი ამოკრა ტაკოში და ისე გააგდო ესენი კიდევ გუნდის გაძლიერებას აპირებენ ამით ბარემ ადექით და ნოლიტო მოიყვანეთ ბლიად ან ხუან მატა

  • levanoza
    schedule 10 დეკ 2021, 22:06

    მამიდაშვილი წაიყვანონ ბარემ, გ.გ.გ-ა გიორგი ყველა ბრუნვაში, ერთხელ აქვს ნათამაშები ფეხბურთი და 1 გოლი და ასისტი ზედა აქვს!

  • El pistolero 9
    schedule 10 დეკ 2021, 20:35

    ფერან ტორესი და ერთი შემტევი გვინდა კიდე.

  • cezo45
    schedule 10 დეკ 2021, 19:10

    იმედია სიცრუეა ეს ინფორმაცია თუარადა ჩავიც მაგარი სალამური ყოფილა ამით თუ გუნდის გაძლიერებას აპირებს smile
    დატოვონ კოლიადო რაღატო უშვებენ უკეთესი თუ ვერ მოყავთ

  • forca barcA
    schedule 10 დეკ 2021, 18:47

    ხო ბარემ ბილბაოს დაამსგავსონ გუნდი

  • bacho-barca21
    schedule 10 დეკ 2021, 17:51

    მოსაყვანია გამოცდილები მინიმუმ 5ფეხბურთელი… ასევე მისახედია ფიზ მომზადებაზე სერიოზულად და სამედიცინო ჯგუფზეც, შაშინელი ფიზ მომზადება და სამედიცინო ჯგუფი გვყავს,,

  • MSN G.O.A.T
    schedule 10 დეკ 2021, 17:41

    იუზა წავიკითხე

  • EL MAESTRO 6
    schedule 10 დეკ 2021, 17:36

    ისე სოსიედადიდან ან ისაკი ან ოიარზაბალი კაი იქნებოდა