“ბარსელონას” გულშემატკივრებს, რომლებიც ლა ლიგას თვალს ყურადღებით ადევნებენ, ხორხე კუენკას პროგრესი არ გამოეპარებოდათ.
“ლა მასიას” აღზრდილმა კატალონიური გუნდი 2020 წელს დატოვა, როდესაც მან “ვილიარეალს” მიაშურა. გასული სეზონი მან “ალმერიაში” იჯარით გაატარა და ლა ლიგის 38 შეხვედრიდან მონაწილეობა 35-ში მიიღო. მიმდინარე სეზონში ვალენსიელებმა კუენკა “ხეტაფეში” გაანათხოვრეს და 22 წლის ფეხბურთელი მადრიდელთა ერთ-ერთ საუკეთესო მცველად იქცა.
ხორხე კუენკა სწორედ ისეთი ცენტრალური მცველია, როგორიც “ბარსელონას” ჭირდება. ცნობილია, რომ ჩავის სამუელ უმტიტისა და კლემან ლანგლეს გუნდიდან გაშვება სურს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ “ბლაუგრანაში” ცაცია ცენტრალური მცველი აღარ იქნება. კუენკა “ლა მასიაში” 3 წლის განმავლობაში ირიცხებოდა და ის “ბარსელონას” სათამაშო სტილს კარგად იცნობს, გარდა ამისა, ცაცია ცენტრალური მცველის გამოთავისუფლებული ადგილის შევსებაც შეუძლია და არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ის მუდმივად პროგრესირებს.
კუენკას ტრანსფერში ყველაზე მიმზიდველი კი ისაა, რომ “ბარსელონას” მისი მხოლოდ 10 მილიონად დაბრუნების უფლება აქვს.
აქედან წასულებმა ყველამ თამაში დაიწყეს, მოსულებს კი დაავიწყდათ. ტოდიბოს ვუყურე პსჟ-ნიცას თამაშში, მოკლედ მბაპე აყირავა ისე რო ბურთთან არ მიაკარა. როგორ გინდა წინასწარ ამდენი რამე გათვალო. კოუტინიო, დემბელე, გრიზმანი, და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი ხალხი მოჩვენებები. ბარსაში კვდებიან სხვაგან პროსტო თამაშობენ.
მოკლედ, ეს ბიჭი მადრიდშია დაბადებული და მისი უმცროსი ძმა რეალის აკადემიაში ირიცხება, არ ვიცი ამ ფაქტმა იმოქმედა თუ არა ამის კარიერაზე, რომ იოლად შეელიენ და გაუშვეს, ანუ მოიშორეს
მოიყვანონ მერე, დაუყენონ გვერდით არაუხოს თორემ მეცოდება ტიპი 3 კაცის მოვალეობას ასრულებს, ხანდახან 5 ისაც, თუ გაამართლა ძაანაც კარგი იქნება უმტიტი-ლენგლე-გარსიას იმედზე ჩემი მტერი იქნა აბა
მერე რას უშვებდნენ?!?!?!?