workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აგუერო: ჩემი რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს

აგუერო: ჩემი რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს

“ბარსელონას” თავდამსხმელი, სერხიო აგუერო, გულის პრობლემების გამო, კატალონიურ გუნდს მინიმუმ თებერვლის დასაწყისამდე დააკლდება.

არგენტინელი შეუძლოდ “ალავესთან” მატჩში გახდა, რისი მიზეზიც არითმია აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, მას კარიერის დასრულებაც კი მოუხდეს.

ახლა კი, ვეტერანი ფეხბურთელი Twitch-ის საკუთარ არხზე დაზიანების შემდეგ პირველად გამოჩნდა და საინტერესო კომენტარი გააკეთა:

“ბევრ საუბარს არ ვაპირებ. უკვე ყველამ იცის, რომ რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს. მინდა, იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც სოციალური ქსელებიდან მივიღე, ყველას მადლობა გადავუხადო.

ბევრი ადამიანი მწერს, რის გამოც მადლობელი ვარ. ახლა eSports-ის თამაშით ვერთობი და სხვა არაფერზე ვფიქრობ. მადლობა თანადგომისთვის”.

მოსალოდნელია, რომ 33 წლის შემტევი კლუბთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს, სადაც თავის მომავალზე ისაუბრებს, თუმცა, ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 04 დეკ 2021, 23:02

    ამის ფეხბურთი ეხლა პლეისტეიშენზე თუ იქნება, მინდორზე ამას აღარ შეუშვებენ.

  • G0AT
    schedule 04 დეკ 2021, 13:47

    ალექსანდრე გეგეჭკორი,
    ფიფას კაცია

  • EL MAESTRO 6
    schedule 04 დეკ 2021, 12:22

    მაგრად მევასებოდა ყოველთვის აგუერო მაგრამ აწი მაგისი ფეხბურთი ვეღარ იქნება, გააგრძელოს ისევ სტრიმერობა

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 04 დეკ 2021, 11:02

    Pes ში რა მოსწონს უბრალოდ გამარკვიოს😁😁

  • Soxa
    schedule 04 დეკ 2021, 08:17

    აბა ასრულებსო კარიერას? 🤷🏻‍♂️

  • Temo Devadze
    schedule 04 დეკ 2021, 02:58

    ფორმის პიკში მყოფი აგუერო დაგვხატავდა ეხა 🙃