workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
CVC-ს ალტერნატივა – ახალი შეთავაზება ესპანურ კლუბებს

CVC-ს ალტერნატივა – ახალი შეთავაზება ესპანურ კლუბებს

“რეალმა”, “ბარსელონამ” და “ბილბაომ”, სატელევიზიო უფლებებთან დაკავშირებით, პრიმერა და სეგუნდა დივიზიონის კლუბებს ახალი შეთავაზება გააცნო, იტყობინება Sport.

CVC-ს წინადადება სატელევიზიო უფლებების 10%-ის 50 წლით დათმობას გულისხმობს, თუმცა ლა ლიგის ასამბლეამდე რამდენიმე დღით ადრე, რომელმაც CVC-ს გარიგების დადების საკითხი უნდა გადაწყვიტოს, “რეალი”, “ბარსელონა” და “ბილბაო” კლუბებს საინვესტიციო ბანკების მიერ წარმოდგენილ ახალ გარიგებას სთავაზობს. JPMorgan, Bank of America და HSBC მზად არიან, ლა ლიგის კლუბებისგან სატელევიზიო უფლებები, 50-ის ნაცვლად, 25 წლით მიიღონ. ასევე, წინადადება, CVC-სთან შედარებით, დაახლოებით იმავე რაოდენობის თანხასა და უფრო დაბალ პროცენტსაც ითვალისწინებს. 

ლა ლიგის ასამბლეა 10 დეკემბერს გაიმართება. ასამბლეა პრიმერა და სეგუნდა დივიზიონის 42 კლუბის პრეზიდენტებისგან შედგება. იმისათვის, რათა CVC-სთან დადებული გარიგება ძალაში შევიდეს, მას ხმათა უმრავლესობა, ანუ, მინიმუმ, 22 ხმა სჭირდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 03 დეკ 2021, 16:44
    #1

    დროზე ქენით დროზე, ფულს სუნი არ ასდის. მიხედეთ კლუბს თორემ ესე გავაგრძელებთ თავისუფალი აგენტების ძებნას და გაახალგაზრდავების ნაცვლად სულ დავაბერებთ სასტავს.