workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უსმან დემბელემ ბარსელონას უარი უთხრა

უსმან დემბელემ ბარსელონას უარი უთხრა

“ბარსელონას” არაერთი მცდელობის მიუხედავად, უსმან დემბელეს დარწმუნება ვერ ხერხდება – ფრანგმა თავდამსხმელმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, წერს Sport. 

დემბელეს დაყოლიებას “ბარსას” პარალელურად სხვა კლუბები ცდილობდნენ, რომელთა შეთავაზებების პირობები უსმანს კატალონიურ კლუბზე მეტად იზიდავს. საუბარია ბევრად უფრო მაღალ ანაზღაურებაზე და დამატებით 20 მილიონ ევროზე, რომელსაც ის კონტრაქტის გაფორმებისთანავე მიიღებს.

24 წლის შემტევის შეძენით “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ნიუკასლი” ინტერესდებიან, მიმზიდველი ფინანსური პროექტი კი სწორედ ამ უკანასკნელს უნდა ეხებოდეს, რადგან კლუბის ახალი მფლობელები გუნდის სერიოზულად გაძლიერებისთვის დიდ თანხებს არ დაიშურებენ.

კოლოსალური ინვესტიციის შემდეგ, რომელმაც სასურველი შედეგი ვერ მოიტანა, “ბარსელონას” არ სურს, ფეხბურთელი ისე დაკარგოს, რომ სანაცვლოდ სატრანსფერო თანხაც კი ვერ მიიღოს. არადა, დიდი ალბათობით, საქმე სწორედ აქეთ მიდის – დემბელეს ახლანდელ ხელშეკრულებას ვადა ზაფხულში ეწურება, რის შემდეგაც მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაფორმება იქნება შესაძლებელი. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (34)

  • sophie-gaucho
    schedule 29 ნოე 2021, 19:38

    უმადური! წაეთრეს, ამისგან ზარალის მეტი მაინც არაფერი გვაქვს. არ გამოსწორდება ეს არც წესრიგის არც ჯანმრთელობის მხრივ

  • Fc Barca Batumi
    schedule 29 ნოე 2021, 11:15

    "ნაგვები" ბარსადან რაც შეიძლება მალე მოაშორეთ

  • Giorgi Kokhreidze
    schedule 29 ნოე 2021, 01:12

    მეტი გვეკუთვნის 😠😠😠 რაც მოვიდა სულ ტყუილად ვუხადეთ ხელფასი 😠😠😠 ადრე იყო გასაშვები და ცოტა მეტსაც ავიღებდით.

    იცის რომ ხავისთან ვერ იპარპაშებს თავის ჭკუაზე ))) რეჟიმში იქნება და ფლეისთეიშენს ვერ ითამაშებს გვიანობამდე ))) თან კიდე თუ ბონუსი ელოდება სხვაგან …

  • XAVI 6-8
    schedule 28 ნოე 2021, 23:05

    ციტატა: pedro rodrigez 27-17-7
    და რატოო ვეხვეწებით


    ისე როარ წავიდეს კლუბიდან როგორც ჩაფიქრებული აქ🙃თორე ეს რო ლენგლეზე დებელეა ყველამ იცის და დაინახ🙂პაწია მაყუთი უნდა ამისგან მაფიოზ ლაპორტას თორე წიხლით როა გასაგდები დიდმა დემბელემაც იცის

  • akaki
    schedule 28 ნოე 2021, 21:48

    M10 S9 D11,უმადური კაცი არც ღმერთს უყვარს და არც კაცს.მაგი დიდი ხანია გასაპანღურებელია ბარსადან.ამას მე დიდი ხანია ვიძახი რომ ეს ცხენის შავი ჩოილარი მოსაშორებელია ბარსადან.მარტო მაგი კიარა ვინც ფული ურჩევნია ბარსას იმათაც უნდა გაასხმევინო ბარსადან.

  • pedro rodrigez 27-17-7
    schedule 28 ნოე 2021, 20:45

    და რატოო ვეხვეწებით? ზარალია ტიპი
    5 თამაში არ უთამაშია ტიპს გადაბმულად 🙂

  • nika 54
    schedule 28 ნოე 2021, 19:43

    20 მილიონს თუ ელოდება ბონუსს, მაშინ მაინც ვკარგავთ და 20 მილიონად ჩვენ თვითონ გავყიდოთ, იმაზე ვისთანაც ჩალიჩობს. არ გააფორმებს და ეგდოს სკამზე და იხადოს ჯარიმები გაუჭირდება მე შენ გეტყვი.

    ციტატა: nika 54
    20 მილიონს თუ ელოდება ბონუსს, მაშინ მაინც ვკარგავთ და 20 მილიონად ჩვენ თვითონ გავყიდოთ, იმაზე ვისთანაც ჩალიჩობს. არ გააფორმებს და ეგდოს სკამზე და იხადოს ჯარიმები გაუჭირდება მე შენ გეტყვი.


    P.S. იმედი მაქვს ჩვენგან რო გაიქცევა, იმ ახალ გუნდსაც ისე გაამწარებს ან უფრო ძალიან ვიდრე ჩვენ გაგვამწარა ამ მაიმუნმა.

  • Norman Bates
    schedule 28 ნოე 2021, 19:11

    ციტატა: Bojan Krkic
    ამასაც და ფერან ტორესსაც ერთიდაიგივე ღირებულება აქვს ტრანსფერმარკეტზე. ერთი 10 ლიმონი რომ დაუმატონ, მგონი მიმზიდველი ბარტერია. დემბელეში ჩვენ ჩავდეთ არარეალური ინვესტიცია, თორე შეუძლია ამ ფეხბურთელს თამაშის შეცვლა და ფეხბურთის თამაში, გვარდიოლას ხელში მითუმეტეს.


    ამის შეცვლილი თამაში შორს არ გაიშვას. ბურთის სწრაფად ატანის მეტი არაფერი იცის, მაგასაც სისწრაფის ხარჯზე აკეთებს და ატანის მერე რა უყოს ბურთს მაგას ვეღარ ტვინავს. 16 წლის ასაკიდან ამ დონეზეა. გონებრივად არ ვითარდება და ვერც ვერასდროს ითამაშებს დიდ ფეხბურთს

  • basa7
    schedule 28 ნოე 2021, 19:06

    დაალპეთ სკამზე თუ ზამთარში არ გაიყიდება

    დაჟე გუნდთან ერთადაც არ ავარჯიშონ ჯობია

  • Bola
    schedule 28 ნოე 2021, 18:27

    ტიპმა ამხელა ზარალი მოუტანა გუნდს ჯერ ტრანსფერით მერე ამის მკურნალობით და ეხლა შეიზლება უფასოდაც დაკარგოს ვაფშე გუნდმა. აიი ამაზე დებილი მოთამაშე მეორე არ დადის. ოღონდ ცვეტში დებილია. გონებრივად

  • Bojan Krkic
    schedule 28 ნოე 2021, 18:24

    ამასაც და ფერან ტორესსაც ერთიდაიგივე ღირებულება აქვს ტრანსფერმარკეტზე. ერთი 10 ლიმონი რომ დაუმატონ, მგონი მიმზიდველი ბარტერია. დემბელეში ჩვენ ჩავდეთ არარეალური ინვესტიცია, თორე შეუძლია ამ ფეხბურთელს თამაშის შეცვლა და ფეხბურთის თამაში, გვარდიოლას ხელში მითუმეტეს.

  • azulgerana
    schedule 28 ნოე 2021, 18:00

    მთავარია გავყიდოთ და არ ააქვს მნიშვნელობა დარჩენა უნდა თუ წასვლა

  • Aroni
    schedule 28 ნოე 2021, 17:58

    ნუ ამისგან არც უნდა გაგიკვირდეს ეს რო სიმართლე იყოს. ერთგვარი მადლობა იმის რომ პენსიონერივით ინახა გუნდმა, რატომღაც ამისგან რო უფრო მეტი გამოვა რაც ეხლა არი არ მჯერავს, ტიპს ისეთი ხასიათი აქვს(ინტელექტს არ ვეხები, რავიცი მაინც…) რომ ამისგან მეტი ვეღარ გამოვა, ერთი მაგარი გაუგებარი ტიპია. ტალანტს რაც შეეხება, ტალანტი ისეთი უნდა ქინქლაძეს რომ ქონდა, მაგრამ რათ გინდა… მოკლედ რაც მალე გაუშვებენ(რაც შეიძლება სარფიანად, ფინანსურად) და მალე მოიყვანენ შემცვლელს მით უკეთესი. ამას აქ რო გადმოვიდა(როგორც გადმოვიდა), იქიდან ეტყობოდა რა პრინციპების და ფასეულობების მატარებელია. წავიდეს გულიც არ დამწყდება

  • Kun agüeroooo
    schedule 28 ნოე 2021, 16:37

    ზამთარშივე გაყიდონ მაშინ არც გვჭირდება ეს მაკარონა ბევრად მაგრად თამაშობენ 19 და 20 წლის ბიჭები ამის ჩამოუყალიბებელი კარგიც მე გააჯმეიმეთ!