ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 27 იანვარი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 27 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 27 იანვარს მოხდა.

თამაშები

27 იანვარს “ბარსელონას” 21-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 11 მატჩი მოიგეს, 8 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1901 წელი

კატალონიის ჩემპიონატის პირველ გათამაშებაში “ბარსელონამ” პირველი ქალაქური დერბი მოიგო. “ესპანიოლთან” 4-1 მოგებულ შეხვედრაში პოკერი (4 გოლი) “ბლაუგრანას” დამაარსებელმა, ჟოან გამპერმა გაიფორმა.

1949 წელი

საბჭოთა ჯარისკაცად გადაცმული ლადისლაო კუბალა უნგრეთიდან სამხედრო სატვირთოთი გარბის.

1957 წელი

“ბარსელონამ” “დეპორტივო” ლა ლიგაში სტუმრად 6-1 გაანადგურა. ლადისლაო კუბალამ ჰეთ თრიქი გაიფორმა, მარტინესმა თავი 2-ჯერ გამოიჩინა, ხოლო ბოშმა ერთხელ. ეს კუბალასთვის ლა ლიგაში შესრულებული მე-10 ჰეთ თრიქი იყო.

1963 წელი

“კამპ ნოუზე” გამართულ თამაშში “ბარსელონა” “რეალ მადრიდთან” 1-5 განადგურდა. მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი კაიეტანო რემ გაიტანა.

1991 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” დერბიში “ესპანიოლი” 5-2 გაანადგურა. გოლები ბაკერომ (2), ლაუდრუპმა (2) და სალინასმა გაიტანეს.

2003 წელი

ლუი ვან გაალმა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტი კარიერაში მეორედ დატოვა.

2013 წელი

“კამპ ნოუზე” “ოსასუნასთან” გამართული შეხვედრა (5-1) ლა ლიგის ზედიზედ მე-11 თამაში გამოდგა, რომელშიც მესიმ გოლი გაიტანა. არგენტინელმა ამით რეკორდი დაამყარა. იმ მატჩში ლეომ ლა ლიგაში თავისი მე-200 გოლი გაიტანა.

2019 წელი

ჟირონასთან” სტუმრად 2-0 მოგებულ შეხვედრაში ლუის სუარესმა ლა ლიგაში 50-ე გოლი გაიტანა, ხოლო ნელსონ სემედუმ “ბარსელონაში” სადებიუტო გოლი.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • ბასქუ10
    27 იან 2021, 21:58

    ისე დესტმა თუ ასე გააგრძელა ასეთ დესტს სემედუ ბევრად მერჩივნა, იმედია მოუმატებს

  • C.PC5
    27 იან 2021, 11:47

    კუბალა მაგარი კაცი იყო! მესის რეკორდი და ეგ თამაში კი მახსოვს❤️

  • BEQA BARCA
    27 იან 2021, 11:37

    სუარესი რომ მახსენდება ნერვები მეშლება!! 😠😡