“ბარსელონას” ხელმძღვანელობის წევრების მანჩესტერიდან დაბრუნება ჟურნალისტებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
“ბარსას” სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი და აღმასრულებელი დირექტორი ფერან რევერტერი მანჩესტერში 21 წლის გარემარბის, ფერან ტორესის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებების გასამართად იმყოფებოდნენ. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ისინი კატალონიის დედაქალაქში უკვე დაბრუნდნენ.
გავრცელებული ცნობებით, “მანჩესტერ სიტისთან” მოლაპარაკებები ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა. მხარეები მომდევნო კვირაში შეხვედრას ისევ გამართავენ.
Barca for life,
გასაგებია მაგრამ მე პირადად ბუსის წასვლის შემდეგ ნიკო-პედრი-გავი მირჩევნია და ეს ხალხი ნიკო და ფრენკი არცერთი არ აიტანს სკამს, თან ნახ დაცვაში არ გვიჭირს და შეტევაში კი ტორესისნაირი კაცი ჰაერივით გვჭირდება, ისევე როგორც დაცვა, და არაფერს შუაში არაა რეგრესი რადგან ვერ დაასახელებს ვერავინ ისეთ ფეხბურთელს ბარსაში რომელსაც რეგრესი არ ჰქონდა კუმანი-სეტიენი-ვალვერდეს ხელში, ამას ისიც ემატება რომ გუნდი გაკოტრების პირასაა და ამ ფინანსურ მდგომარეობას არავინ იცის როდის ეშველება, და ჩემი აზრით თუ ბუსკეცის მერე ვინმე საყრდენზე უნდა დადგეს არამგონია 2რ წლის დე იონგი უფრო დადგეს ვიდრე ლა მასიელი და რომელიც უფრო მომგებიანია ჩანს, ფრენკისა და ნიკოს შორის მოუწევს ჩავის არჩევანის გაკეთება და მგონია რომ ლე მასიელს აირჩევს და ფრენკი კი სკამს არ შეეგუება და წასვლა მაინც მოუწევს, მისთვისაც კაგრი იქნება სიტიში თუ წავა მაგალითად და მიიღებს ძირითადში ადგილს
შეუცვლელი არც ფრენკია, შუა ხაზზე ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი ბიჭია, ლა მასიიდან
ტორესი 21 წლისაა, ფურია როხას ძირითადის წევრი
გვარდიოლას და ენრიკეს "აღზრდილია" და ბარსას სათამაშო სტილი უცხო არ იქნება
რა ფრენკიში გაცვლა სერიოზულად ამბობთ მაგას ხალხო ? ღმერთო
ფრენკში გაცვლა ჭკვიანური იქნება;
თან გაიხსენეთ სადაურია ფერან ტორესი?!?!?!?!
ფრენკიში გაცვლას თუ შესთავაზებენ იმ ფერან ტორესს კიდევ 50 მილიონი დაამატონ და ამოგვიცუნცულონ სახლში.🤨თან იმ 50 მინიონით ან ადეიმს მოიყვანენ ან ვინმე კარგ მცველს
სტერლინგზე რა ისმის?
აღარა გვაქვს ფული და აღარც პატივისცემა. იმიტომ რო ის არ არსებობს პროფესიონალურ ფეხბურთში, მთავარია რისი გადამხდელი ხარ.