23 სექტემბერს “ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ “კაიზერისპორის” ახალგაზრდა შემტევი, ემრე დემირი 2022 წლიდან კატალონიურ კლუბში ითამაშებს. 17 წლის დემირი თურქული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა და მასზე დიდი ავანსებია გაცემული, თუმცა ის მიმდინარე სეზონში მოლოდინს ვერ ამართლებს.
დემირმა წელს მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჯამში მინდორზე 77 წუთი გაატარა, რაც მისთვის კატასტროფულად ცუდი შედეგია.
17 წლის ფეხბურთელმა პრე-სეზონზე ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გამოტოვა და ფორმაში ჩადგომა ჯერ ვერ მოახერხა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსა” მის განვითარებას აქტიურად დააკვირდება.
ცნობისთვის, დემირი 2022 წლამდე “კაიზერისპორში” დარჩება, შემდეგ კი “ბარსელონა ბ-ს” შეუერთდება. მისი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი, გამოსასყიდი თანხა კი 500 მილიონი ევროა.
500 მილიონი თუ ნახევარი მილიონი, ანუ 500000.
მაგის ასაკში მესიმ რეალს ჰეტრიკი შეუსრულა და ჯონ ტერიმ და კარვალიომ დაამტვრია ხო არ ღადაობ რა 500 ბულიონი
აი ეს ისე მოვა და წავა ვერც გავიგებთ ამის ტალანტობა არ გაიშვას არსად
500 მილიონია გამოსასყიდიო😱😱, ნელა იყავით არავინ წაგართვათ ,,ტალანტი".