ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IFFHS) “ბარსელონას” ქალთა გუნდის შემტევი, ალეშია პუტელიასი, 2021 წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დაასახელა.
მამაკაცთა შორის ანალოგური წოდება რობერტ ლევანდოვსკიმ მიიღო – პოლონელ თავდამსხმელთან ერთად სამეულში ლიონელ მესი და ჟორჟინიო მოხვდნენ.
მიმდინარე სეზონში პუტელიასმა “ბარსას” კაპიტნის რანგში ესპანეთის შიდა ტურნირებთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და UEFA-ს მიერ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
27 წლის ფეხბურთელს მორიგი აღიარების მოპოვების შანსი 29 ნოემბერს ექნება. ალეშია ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტია და ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ტიტულის მოგებისთვის კონკურენციას, სხვა ფეხბურთელებთან ერთად, საკუთარ 5 თანაგუნდელს გაუწევს.




ქალების მესი❤️🙌
ესენი რა მაინტერესებს ცხოვრების სტილი ლეზბები არიან უმეტესი ქალთა ფეხბურთელები თუუ?
მამაკაცთა შორის ანალოგური წოდება რობერტ ლევანდოვსკიმ მიიღო – პოლონელ თავდამსხმელთან ერთად სამეულში ლიონელ მესი და ჟორჟინიო მოხვდნენ.
ჰოლანდი, მბაპე, ნეიმარი დაჟე ბენზემა რონალდუზე აღარაფერს ვამბობ მსოფლიო დონის ფეხბურთელობაზე რო დებენ თავს სად არიან.