რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, “ბარსელონა” მომავალ თავისუფალ აგენტებს აქტიურად აკვირდება. ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელი მიონხენგლადბახის “ბორუსიას” ნახევარმცველი, დენის ზაქარიაა, რომელსაც კონტრაქტი 2022 წლის ივნისში უმთავრდება. “ბარსა” მისთვის ბრძოლას სწორედ ზაფხულში აპირებს.
Diario AS-ის ინფორმაციით, შესაძლოა, 25 წლის ფეხბურთელმა კლუბი ზამთარშივე შეიცვალოს, რაც “ბარსას” მისი შეძენის შანსებს გაუქრობს. “ბორუსიას” სპორტულმა დირექტორმა, მაქს ებერლმა SportBild-თან საუბრისას ზაქარიას შესაძლო წასვლაზე გააკეთა კომენტარი:
ზამთარში გაშვების შემთხვევაში, გერმანული კლუბი ზაქარიას ტრანსფერიდან ფინანსურ სარგებელს მიიღებს. ეს სცენარი კი “ბარსასთვის” არახელსაყრეალია – კატალონიელებს იანვარში ტრანსფერებისთვის თანხა არ ექნებათ და შვეიცარიელის ღირებულების გადახდას ვერ შეძლებენ.
ზაქარიას “ბორუსიასთან” კონტრაქტის ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება. 1-ლი იანვრიდან მას მოლაპარაკებების გამართვა ნებისმიერ კლუბთან შეეძლება.
და რა ჯდება ეს ტიპი, როგორც მახსოვს ბარსას "ტრანსფერებზე" მთელი 10 მილიონი აქვს გადადებული.
ყველაზე მეტად პრობლემური ზონაა დაცვის ცენტრი, პიკე-ლენგლეს და ბავშვების გადამკიდე
მერე შეტევა, დეპაის იმედად
გატენილია ნახევარდაცვა ისედაც, თუ იკაცა ჩავიმ ძაან ძლიერი ნახევარდაცვა შეიძლება დააყენოს თავის ზამენიანად. აშკარად თავდასხმაში გვიჭირს ახლა. მხოლოდ ფაფხურა დეპაის იმედზე როგორ უნდა იყო
არ გვჭირდება ნახევარმცველი თავდამსხმელი გვინდა
ზაქარია კი არა , თავდამსხმელზე იჩალიჩეთ , ტრამვირებული ბრაითვეიტის იმედზე როა დარჩენილი გუნდი , ბოლო ორივე თამაშში გამოჩნდა რომ მომენტების შექმნა კი არა რელიზაციაა პრობლემა , არ არის ეს დეპაი ცხრიანი და შე**ი თუ გინდა
გასაგებია მაგრამ ეს რად გვინდა არ მესმის ფორვარდი და მცველია მოსაყვანი ერთი გარემარბი სხვა ამ გუნდს არავინ ჭირდება
ხელფასი ბევრი არ მოითხოვოს და სკამისთვის არაა ცუდი
ზაქარია არაა ცუდი ვარიანტი. ფიზიკურად ძლიერია და ეგეთი ტიპის ფეხბურთელები არ გვყავს. სპორტინგში რომ გონჩალვესია რეებს სჩადის მოედანზე? და ესენი ვიღაც უაზრობებს დასდევენ 🙁