workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰაკიმ ზიეჩი და ტიმო ვერნერი – ESPN ბარსას სატრანსფერო მიზნებზე

ჰაკიმ ზიეჩი და ტიმო ვერნერი – ESPN ბარსას სატრანსფერო მიზნებზე

ESPN-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე რაჰიმ სტერლინგის ალტერნატივად ჰაკიმ ზიეჩსა და ტიმო ვერნერს განიხილავს.

აღნიშნული წყაროს ცნობით, იანვარში ტრანსფერების განხორციელება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა თანხას გამოათავისუფლებენ კატალონიელები. ამიტომაც, ისინი, პირველ რიგში, იჯარის ვარიანტებს განიხილავენ.

“ბარსა” იმ ფეხბურთელებით დაინტერესდება, რომლებსაც ამჟამინდელ კლუბებში დიდი სათამაშო დრო არ აქვთ. მოთამაშის იჯარით აყვანის შემთხვევაში, გუნდის ხელმძღვანელობა მზადაა, კონტრაქტში გამოსყიდვის უფლების პუნქტი შეიტანოს, თუმცა, არ სურს, ეს სავალდებულო იყოს.

აქედან გამომდინარე, გამოჩნდა ზიეჩისა და ვერნერის ვარიანტები, რომლებსაც “ლურჯების” რიგებში სათამაშო პრაქტიკის მისაღებად დიდი ბრძოლა უწევთ. “ბლაუგრანამ” ინგლისელებს მათთან დაკავშირებით უკვე მიმართა.

ჩავი ერნანდესის პრიორიტეტი შეტევის ხაზის გაძლიერებაა, მაგრამ, “ლურჯ-ბროწეულისფერები”, არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, შეზღუდულნი არიან – თავად ჩავისა და დანი ალვესის მოსვლამ კი კლუბი ლა ლიგის ლიმიტის ზღვრამდე მიიყვანა.

მიმდინარე სეზონში კატალონიელთა საზღაური, რომელშიც ხელფასებსა და შენაძენებში გადასახდელი ფული შედის, 97 მილიონ ევროს შეადგენს. თუმცა, მათ თანხის 25%-ის დახარჯვა ან მოთამაშეების გაყიდვა შეუძლიათ, რათა ახალი ტრანსფერები განახორციელონ.

ასევე, აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” დასახარჯი ფულის გასაზრდელად სხვა გზებიც აქვს – მაგალითად, ახალი სპონსორის პოვნა. მაგრამ, ამერიკული არხის თანახმად, სახელფასო ლიმიტის გასათავისუფლებლად, გუნდი იმ ფეხბურთელების გაშვებაზეა კონცენტრირებული, რომლებიც ჩავის გეგმებში არ შედიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 24 ნოე 2021, 21:14
    #2

    არცერთის მომყვანები ესენი არ არიან. მინიმუმ ივნისამდე.

  • EL MAESTRO 6
    schedule 23 ნოე 2021, 20:58
    #1

    ზიეჩს არ უშვებენ და ვერნერი გაიკეთოს ერთ ადგილში აბრამოვიჩმა