workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: პედრი Golden Boy-ს გამარჯვებულია

ოფიციალურად: პედრი Golden Boy-ს გამარჯვებულია

“ბარსელონას” 18 წლის ნახევარმცველმა, პედრი გონსალესმა, 2021 წლის Golden Boy-ის ტიტული მოიგო.

ყოველწლიურად, იტალიური გამოცემა Tuttosport წლის ყველაზე გამორჩეულ 21-წლამდე ფეხბურთელს აჯილდოებს. პედრიმ, “ბარსელონაში” ჩატარებული სენსაციური სეზონის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზეც იასპარეზა, სადაც ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. 

მინდა, ამ ტიტულისთვის, მადლობა გადავუხადო Tuttosport-ს. მადლობა ჟიურის თითოეულ წევრსა და ყველა იმ გულშემატკივარს, რომელიც მუდამ მხარს მიჭერდა 2021 წელს. ეს წელი საოცარი გამოვიდა.

და, რა თქმა უნდა, მადლობა “ბარსას”, ეროვნულ ნაკრებს, ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ყოველდღე ჩემს გვერდითაა. მათ გარეშე, ამ ტიტულს ვერ მოვიგებდი.

– პედრის განცხადებას Tuttosport აქვეყნებს.

ასევე, მე-5 ადგილზე გავიდა “ბარსას” კიდევ ერთი ფეხბურთელი – გავი. მე-2, მე-3 და მე-4 ადგილები შემდეგმა ფეხბურთელებმა დაიკავეს: ჯუდ ბელინგემი (“დორტმუნდი”), ჯამალ მუსიალა (“ბაიერნი”) და ფლორიან ვირცი (“ლევერკუზენი”).

Tuttosport-ის მიერ ჩატარებულ გულშემატკივართა გამოკითხვაში ქარიმ ადეიემიმ (“ზალცბურგი”) გაიმარჯვა, რომელიც მომდევნო სეზონიდან, შესაძლოა, “ბლაუგრანას” რიგებში ვიხილოთ.

აქამდე, “ბარსელონას” ფეხბურთელს Golden Boy-ის ტიტული მხოლოდ ერთხელ მოუგია. 2005 წელს, ევროპის საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელად ლიონელ მესი აღიარეს. 

პედრის მოგებულ ჯილდოს 13 დეკემბერს, ტურინში დაგეგმილ ცერემონიაზე გადასცემენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • vegassi54
    schedule 22 ნოე 2021, 22:45
    #9

    ეკუთვნოდა 100% მთელი სეზონი სასწაულად ჩაატარა გუნდშიც და ნაკრებშიც.

  • nika 54
    schedule 22 ნოე 2021, 19:45
    #8

    ციტატა: Albicelecte
    ანუ გაისად გავი იგებს მაგ ჯილდოს, დარეკილია barca-7


    ანუ დემბელესთვის ეგ პრიზი დაგვიანებულია? laughing

  • Albicelecte
    schedule 22 ნოე 2021, 17:28
    #7

    ანუ გაისად გავი იგებს მაგ ჯილდოს, დარეკილია barca-7

  • C.PC5
    schedule 22 ნოე 2021, 17:01
    #6

    ამის და გავის დუეტი, პლიუს დეიონგი უახლოეს მომავალში დაიპყრობენ ევროპას❤️✊ გილოცავ პაწუ😁❤️

  • Iniesta_8
    schedule 22 ნოე 2021, 16:20
    #5

    ტრაგედია მადრიდში – მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბარსელონას ახალგაზრდა ფეხბურთელი, პედრი Golden boy-ს გამარჯვებული გახდა, 50-მდე ადამიანი ბოღმისგან პრო*ზე გაიხა.

  • nikusha
    schedule 22 ნოე 2021, 15:48
    #4

    აბა რა! ვის უნდა გაემარჯვა თუ არა პედრის?! თუ ეგ არ გაიმარჯვებდა მაშინ აღარ ყოფილა სამართალი

  • La Pulga10
    schedule 22 ნოე 2021, 15:37
    #3

    ოპაა კარგი ხაარ.მალე მოირჩინე ტრამვა და მოიხოდე.

  • EL MAESTRO 6
    schedule 22 ნოე 2021, 15:09
    #2

    ჩვენი ოქროს ბიჭი, მაგრად მევასება და იმედია მალე დაბრუნდება❤

  • kanja
    schedule 22 ნოე 2021, 14:58
    #1

    პერდის გაუმარჯოს!.. ალალია…