ცოტა ხნის წინ დასრულდა ლიგა 1-ის მე-14 ტურის შეხვედრა “პარი სენ-ჟერმენსა” და “ნანტს” შორის, რომელიც პარიზულმა გრანდმა 3-1 მოიგო.
ანგარიში მე-2 წუთზე კილიან მბაპემ გახსნა. 76-ე წუთზე რანდალ კოლო მუანიმ წონასწორობა აღადგინა, თუმცა მალევე, 81-ე წუთზე დენის აპიას ავტოგოლით პარი სენ-ჟერმენი კვლავ წინ გავიდა.
მატჩის საბოლოო ანგარიში ლიონელ მესიმ დააფიქსირა. 87-ზე წუთზე პარიზელებმა მეტოქე კონტრშეტევაზე გამოიჭირეს, კილიან მბაპეს გადაცემის შემდეგ “ლა პულგამ” საჯარიმოს გარედან, ჩვეულ სტილში, შორეულ კუთხეში ჩასვა. ეს საფრანგეთის ჩემპიონატში არგენტინელის სადებიუტო გოლია – ლეოს ამისთვის 6 მატჩი დასჭირდა.
აღსანიშნავია, რომ მესიმ პსჟ-ში თამაშიდან სამივე გოლი მბაპეს ასისტით გაიტანა, ერთხელ მან თავი პენალტიდან გამოიჩინა.
[media=https://youtu.be/ELvUGHWluKk]
![ლეო მესიმ ლიგა 1-ში სადებიუტო გოლი გაიტანა [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2021/11/mesivsnanti.webp)



მესისთვის ეს ჩვეულებრივი გოლია და დემირმა რომ გაიტანოს ასეთი ალბათ მთელი ცხოვრება ემახსოვრება😁