workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტა: პედრის კიდევ ერთი ტრავმა არ მიუღია

ჟოან ლაპორტა: პედრის კიდევ ერთი ტრავმა არ მიუღია

“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, Cadena SER-თან ინტერვიუში პედრი გონსალესის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა. 

მიუხედავად იმისა, რომ პედრის მოედანზე დაბრუნება დღევანდელი მატჩისთვის იყო მოსალოდნელი, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 18 წლის ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო და კიდევ ერთი თვე გაუცდება. 

პრეზიდენტის თქმით, პედრი ხელახლა არ დაზიანებულა და ის უბრალოდ პრევენციის მიზნით არ ითამაშებს. 

პედრის ტრავმის გართულება არ აქვს. უბრალოდ, ექიმები თვლიან, რომ მისი მოედანზე გაყვანა არ უნდა ვიჩქაროთ. არ გვინდა, რომ გამოჯანსაღების პროცესზე არასწორი ზეგავლენა მოვახდინოთ, რადგან ასეთი ტიპის ტრავმების მოშუშება მოთმინებას მოითხოვს. ამას დრო დასჭირდება. 

– განაცხადა ლაპორტამ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 20 ნოე 2021, 19:27

    მოკლედ ისე დაგრუზა კუმანმა და ენრიკემაც ეს ბავშვი მთელი წელი, რო ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოვიდა საწყალი.

  • Albicelecte
    schedule 20 ნოე 2021, 15:10

    ე ბიჯო, ძლივს წესიერი მიდგომა მოვისმინე, აბა აქამდე გადაუხვევდნენ ბარძაყს და სახრით გამოაგდებდნენ მოედანზე barca-6

  • me da barca
    schedule 20 ნოე 2021, 15:04

    კუმან შენ შეგახტა კახური ვირი ზურგზე, ამის და ფატის გადაწვის გამო.

  • EL MAESTRO 6
    schedule 20 ნოე 2021, 12:18

    რამდენი ხანიც დასჭირდება იმდენი დაასვენონ და არ გააფუჭონ ტრამვებით ჩვენი golden boy