ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ შაბათს, “ბარსელონასა” და “ესპანიოლს” შორის გასამართი მატჩის მთავარი მსაჯი კარლოს დელ სერო გრანდე იქნება, VAR-ის ოთახიდან მას იგლესიას ვილანუევა დაეხმარება.
45 წლის არბიტრს “ბლაუგრანას” შეხვედრები 35-ჯერ განუსჯია, კატალონიელებს შესანიშნავი სტატისტიკა აქვთ: 28 გამარჯვება, 4 ფრე და 3 წაგება.
რაც შეეხება “ბარსას” მეტოქეს, დელ სეროს მიერ განსჯილ შეხვედრებში “ესპანიოლის” სტატისტიკა ასე გამოიყურება: 26 მატჩში 10 მოგება, 5 ფრე და 11 წაგება.
კატალონიური დერბი შაბათს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.




ისედაც პრინციპული მატჩი იქნებოდა ვისთანაც არ უნდა ყოფილიყო და ამას დაუმატე პრინციპული მეტოქეცაა დერბი, ასე რომ აუცილებლად მოსაგებია
ვიგებთ
მსაჯი ვერაფერს გვიშველის თუ ისევ დაეძინათ მოედანზე, იმედია ჩავი არ მისცემს ჩაძინების უფლებას.