workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუპერკომპიუტერი ესპანიოლთან ბარსას მოგებას წინასწარმეტყველებს

სუპერკომპიუტერი ესპანიოლთან ბარსას მოგებას წინასწარმეტყველებს

ცნობილმა სუპერკომპიუტერმა FiveThirtyEight-მა “ბარსელონასა” და “ესპანიოლს” შორის გასამართი თამაშის შედეგი იწინასწარმეტყველა.

სუპერკომპიუტერი “ბარსას” მიერ მატჩის მოგების შანსებს 72%-ით აფასებს. შეხვედრის ფრედ დასრულების ალბათობა 18% არის, ხოლო “ესპანიოლს” გამარჯვების 10%-იანი შანსი აქვს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, FiveThirtyEight-ის სტატისტიკური ალგორითმის მიხედვით, მთავარი მწვრთნელის ამპლუაში ჩავი ერნანდესის სადებიუტო თამაშში კატალონიელებს იოლი გასეირნება ექნებათ.

“ბარსელონა” “ესპანიოლს” შინ შაბათს თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე უმასპინძლებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 18 ნოე 2021, 21:48
    #4

    ამ კომპიუტერმა რაც დაგვპირდა ყველგან ჩავისვარეთ და რა წარამარა გვახსენებთ. გული უნდა გაგვიტეხოთ თამაშის წინ?

  • me da barca
    schedule 18 ნოე 2021, 19:41
    #3

    რა ამოიჩემეთ ეს სუპერკომპიუტერი, როცა 10 შემთხვევიდან 7 ცდება. სამჯერ მეც კი გავარტყამ.

  • dani alves 8
    schedule 18 ნოე 2021, 15:00
    #2

    ამას რო დაუჯეროთ წინა წელს ლა ლიგა უნდა მოგვეგო.

  • EL MAESTRO 6
    schedule 18 ნოე 2021, 14:30
    #1

    მოდი შევთანხმდეთ რომ ეს სუპერკომპიუტერი მაგარი იდიოტობაა, ამისი გამოთვლილი წესიერი მე არაფერი არ მინახავს