workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გასახდელი ფრენკი დე იონგის კუმანთან ახლო ურთიერთობით უკმაყოფილო იყო

გასახდელი ფრენკი დე იონგის კუმანთან ახლო ურთიერთობით უკმაყოფილო იყო

“ბარსელონას” ფეხბურთელებს მათი თანაგუნდელის, ფრენკი დე იონგის რონალდ კუმანთან ახლო ურთიერთობა არ მოსწონდათ. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ლუის კანუტი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, მოთამაშეებმა თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება გამოთქვეს კიდეც და ნიდერლანდელი ნახევარმცველი გააკრიტიკეს.

დე იონგი ნიდერლანდელ სპეციალისტს იქამდე იცნობდა, სანამ ის “ბარსას” მთავარი მწვრთნელი გახდებოდა. 24 წლის ფეხბურთელი ნაკრებში კუმანის ხელმძღვანელობით თამაშობდა.

ფრენკიმ სექტემბერში კუმანს მხარი საჯაროდ დაუჭირა და განაცხადა, რომ მისი გათავისუფლება გამოსავალი არ იქნებოდა. კატალონიურმა კლუბმა 58 წლის სპეციალისტი ოფიციალურად 28 ოქტომბერს “რაიოსთან” მატჩის (0-1) შემდეგ დაითხოვა.

ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბლაუგრანამ” დე იონგის გაყიდვა გადაწყვიტა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • Jorji
    schedule 19 ნოე 2021, 20:36

    გამაგიჟებთ უბრალოდ…რათქმაუნდა ყველაზე ახლოს კუმანთან დე იონგი იქნებოდა ჯერ ნიდერლანდელია და მერე ბარსაში მოსვლამდე კუმანი დე იონგს წვრთნიდა და რატოა ეგ გასაკვირი ან გასაბრაზებელი რომ ახლო ურთიერთობა ქონდა ამათ მეტი დრო თამაშზე რომ დაეთმოთ და არა იმის გარჩევაზე ვის რა ურთიერთობააქვს აჯობებდა, ვერავინ იტყვის რომ დე იონგი არ იმსახურებდა იმ ნდობას რომელსაც კუმანი უცხადებდა, სხვათუარაფერი ხალხო ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია ჩვენს შემადგენლობაში

  • alen halilovic
    schedule 19 ნოე 2021, 00:52

    ციტატა: CHEPE
    ეხლა ვნახოთ როგორ იჭიკჭიკებს და კუმანის ლეკვი ვეღარ იქნება, აქ ხავია და იმას გააკეთებს რასაც დაავალებს თუ არადა კი არიან აგერ მოწყურებული ბიჭები, ნიკო, გავი, პედრი ასე იოლად არ იქნება ყველას მოუწევს ბრძოლა ძირითადისთვის გავის ყველაზე მეტი დიდი შანსი აქვს ასევე პედრის იმიტომ რომ ხავის მოსწონს ეს ორი ყველაზე მეტად ყატარში რომ იყო სულ ამბობდა ამ ორიზე განსაკუთრებით აი ფრენკის და ნიკოს დიდი ბრძოლა მოუწევთ ასევე პედრის და გავის ერთმანეთში


    ხავი 4 ნახევარმცველს აპირებს თითქოს არა? ხოდა გვყავს აგერ, პლიუს ბუსკეტსი ცოტა ხანს და პუჩს არ დამიჩაგრავენ იმედია და გაიბრწყინებს
    დე იონგის დონე კიდე სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ) არც ერთი არ მგონია, მთავარია თავისი თამაში ითამაშოს

  • nika 54
    schedule 18 ნოე 2021, 22:01

    ასე სჯიან? მაშინ მესიმ რა დააშავა ის რაღაზე მოიცილეს? ვალვერდეს რო უჭერდა მხარს?

  • Albicelecte
    schedule 18 ნოე 2021, 15:49

    ჰოლანდიელი ჰოლანდიელის ტყავს არ დახევდა, გასაგებია და არ ვამტყუნებ
    ქართველი მწვრთნელი რომაა სადმე (დავუშვათ ქეცბაია) და ქართველი ფეხბურთელი რომ ხვდება, მისი ნაკრების ყოფილი წვერი, რა თქმა უნდა უფრო ახლოს იქნება მასთან
    მთავარია საქმე ვირთხობასთან არ გვქონდეს

  • azulgerana
    schedule 18 ნოე 2021, 15:15

    კაი ფასში არ იქნება ცუდი რომ გავყიდოთ

  • Davita
    schedule 18 ნოე 2021, 12:06

    ძალიანაც კარგი, 100 მლ თუ ვინმე შემოგვთავაზებს აუცილებლად უნდა გაყიდონ

  • iniesta
    schedule 18 ნოე 2021, 11:49

    სისულელეა ამის გაყიდვა