ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართა და რამდენიმე ნაკრებმა ყატარში გასამართი ტურნირის საგზურის მოპოვება შეძლო.

ესპანეთი 1-0 შვედეთი

შვედეთს, ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად, “ლა კარტუხაზე” გამარჯვება სჭირდებოდა, თუმცა ლუის ენრიკეს გუნდმა ალვარო მორატას მიერ გატანილი გოლის წყალობით, მეტოქის დამარცხება შეძლო.

ჟორდი ალბამ და სერხიო ბუსკეტსმა მატჩი სრულად ჩაატარეს, გავიმ კი მოედანი 89-ე წუთზე დატოვა. 17 წლის ფეხბურთელმა ნაკრებში მორიგი კარგი თამაში ჩაატარა, სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა კი მის სახელს სკანდირებდა.

სომხეთი 1-4 გერმანია

გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე გერმანიისთვის ერევანში გამარჯვება პრობლემა არ აღმოჩნდა. “ბუნდესნაკრების” კარს მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იცავდა. მან 59-ე წუთზე ჰენრიხ მხითარიანისგან თერთმეტმეტრიანი დარტყმა გაუშვა.

დღეს, ავსტრია მოლდოვას უმასპინძლებს, თუმცა იუსუფ დემირი 21-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდა, რომელიც 2023 წელს, საქართველოსა და რუმინეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (7)

  • EL MAESTRO 6
    15 ნოე 2021, 19:43

    ციტატა: xavi73
    გავი არის უდიდესი ტალანტი ასეთი ტალანტი არც პედრი არარი ,ბავშვია და უკვე უმაღლეს დონეზე თამაშობს აი ასეთი ფეხბურთელებს ზრდიდა ბარსა და ამას ველოდებიდით ამდენხანს და იმედია კიდე სხვებიც წამოვლენ


    სიმართლე ის არი რომ ბარსაში ყოველთვის მოიძებნება ეგეთი ტალანტები, უბრალოდ ბართომეუმ და როსელმა გადაწყვიტეს რომ ფეხებზე დაეკიდათ ლა მასია და არასაჭირო ვარსკვლავების მოყვანა დაიწყეს, სამწუხაროდ ამ წლებში ბევრი ტალანტი დაგვაკარგინეს თან ძაან უაზროდ, ლაპორტას ეგ დიდი პლიუსი აქ რომ აკადემიის ფეხბურთელს არ გააფუჭებს,

  • nika 54
    15 ნოე 2021, 16:57

    ციტატა: გ҉ო҉ნ҉ს҉ა҉ლ҉ე҉ს҉ი҉
    ვინმემ ამიხსენით გთხოვთ. ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ვერ გადის მსოფლიოზე? მაგალითად რონადუს შანსი არააქ მსოფლიოზე თამაშის?


    სტიკები იქნება მეორე ადგილოსნებს შორის. პორტუგალიაც იქ არის და რუსეთიც. მოკლედ ყველა მეორეადგილოსანს აქვს შანსი, დიდი იმედი მაქვს რო პორტუგალია ვერ გავა, ამ ნარცისი კლოუნის ყურება აღარ შემიძლია სულ პენალტს როგორ ითხოვს ეს ამხელა ვირი.

  • xavi73
    15 ნოე 2021, 15:52

    გავი არის უდიდესი ტალანტი ასეთი ტალანტი არც პედრი არარი ,ბავშვია და უკვე უმაღლეს დონეზე თამაშობს აი ასეთი ფეხბურთელებს ზრდიდა ბარსა და ამას ველოდებიდით ამდენხანს და იმედია კიდე სხვებიც წამოვლენ

  • Iniesta_8
    15 ნოე 2021, 13:05

    ციტატა: გ҉ო҉ნ҉ს҉ა҉ლ҉ე҉ს҉ი҉
    ვინმემ ამიხსენით გთხოვთ. ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ვერ გადის მსოფლიოზე? მაგალითად რონადუს შანსი არააქ მსოფლიოზე თამაშის?


    მეორე ადგილზე გასულები ერთმანეთს ხვდებიან სახლში და გასვლაზე, როგორც ლიგის ფლეი ოფშია, და ვინც აჯობებს 2 მატჩის ჯამში ის გავა.

  • La Pulga10
    15 ნოე 2021, 12:20

    გავიიის მაგრად აათამაშებს ჩავი.პედრი,გავი,ნიკო,პუჩი,ფრენკი ჩავის ხელში ცხოველები გახდებიან.

  • Lasho
    15 ნოე 2021, 12:08

    გ҉ო҉ნ҉ს҉ა҉ლ҉ე҉ს҉ი҉,
    გადათამაშებას ითამაშებენ

  • გ҉ო҉ნ҉ს҉ა҉ლ҉ე҉ს҉ი҉
    15 ნოე 2021, 12:05

    ვინმემ ამიხსენით გთხოვთ. ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ვერ გადის მსოფლიოზე? მაგალითად რონადუს შანსი არააქ მსოფლიოზე თამაშის?