workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სევილიამ, შესაძლოა, ლუკ დე იონგი ზამთარში დაიბრუნოს

სევილიამ, შესაძლოა, ლუკ დე იონგი ზამთარში დაიბრუნოს

ლუკ დე იონგი ჩავი ერნანდესის გეგმებში არ შედის და “ბარსელონაში” დიდი დრო არ უწერია. კატალონიელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მის გასხვისებას შეეცდებიან.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ნიდერლანდელი თავდამსხმელი, შესაძლოა, იანვარში “სევილიაში” დაბრუნდეს. წყაროს თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ “სანჩეს პისხუანის” ბინადრები ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპს დაძლევენ, გამორიცხული არაა, ანდალუსიელთა სპორტულმა დირექტორმა, მონჩიმ დე იონგი გუნდში დააბრუნოს. იუსეფ ენ-ნესირი ტრავმირებულია, მუნირ ელ ჰადადი კი ზამთარში მაროკოს ნაკრებს აფრიკის თასზე დაეხმარება, შესაბამისად, “სევილია” შეტევაში მნიშვნელოვანი ძალის გარეშე რჩება, გუნდს კი ისეთი თავდამსხმელი უნდა, რომელიც სათამაშო დინამიკაში სწრაფად ჩაერთვება – დე იონგი სწორედ ასეთია.

“ბარსელონამ” 31 წლის ფეხბურთელი გასულ ზაფხულში “სევილიადან” ერთწლიანი იჯარით დაიმატა. ნიდერლანდელმა 9 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 14 ნოე 2021, 17:23
    #4

    "სევილია" შეტევაში მნიშვნელოვანი ძალის გარეშე რჩება, გუნდს კი ისეთი თავდამსხმელი უნდა, რომელიც სათამაშო დინამიკაში სწრაფად ჩაერთვება – დე იონგი სწორედ ასეთია.
    ღადაობთ? რა ეგეთია 9 თამაშში 1 გოლი? ეს ნორმაა თავდამსხმელისთვის? ასე რო მესის ეთამაშა სეზონში 4-5 გოლი გამოუვიდოდა.

  • me da barca
    schedule 14 ნოე 2021, 16:33
    #3

    სიტარდი, კამბურიც ზედმეტია ამისთვის.

  • Badzagua-cule
    schedule 14 ნოე 2021, 02:43
    #2

    Ძალიან გაუᲭირდაᲗ ეტყობა

  • EL MAESTRO 6
    schedule 13 ნოე 2021, 23:25
    #1

    ხო გადმორგენ, ვერ გაიხარა, ხოდა გადარგონ ისევ სევილიაში, იქაც ვერ იხარებს მაგრამ მაინც,