workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის ბარსელონაში ტიაგო ალკანტარას დაბრუნება სურს

ჩავის ბარსელონაში ტიაგო ალკანტარას დაბრუნება სურს

პორტუგალიელი ჟურნალისტის, პედრო ალმეიდასა და Sky Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი გუნდში ტიაგო ალკანტარას მოყვანას გეგმავს. 

ჩავი ერნანდესი თვლის, რომ 30 წლის ფეხბურთელს ნახევარდაცვის გაძლიერება შეუძლია. ის ჟოან ლაპორტას უკვე ესაუბრა და სავარაუდოდ, კლუბი “ლივერპულთან” მოლაპარაკებებს მალე დაიწყებს. 

“ბარსელონას” პირველი გუნდის შემადგენლობაში ტიაგოს დებიუტი 2009 წელს შედგა, 2011-13 წლებში კი ის “ბლაუგრანას” თერთმეტეულის რეგულარული წევრი იყო. ალკანტარა “ბარსადან” მიუნხენის “ბაიერნში” გადავიდა, სადაც 7 სეზონი გაატარა, “ლივერპულს” კი 2020 წლის შემოდგომაზე შეუერთდა. 

როგორც ჩანს, ჩავი “ბარსას” ახალგაზრდული შემადგენლობის გამოცდილი ფეხბურთელებით დაბალანსებას მიზანშეწონილად მიიჩნევს – პოსტზე დანიშვნის შემდეგ მისი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება გუნდში დანი ალვესის დაბრუნება იყო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (15)

  • rivaldo80
    schedule 13 ნოე 2021, 20:05

    რავიცი ლამის დაუჩოქეს ისე თხოვეს ხავიმ და ინიმ არ წახვიდე ბავარიაშიო და მაინც გაიქცა და ახლა ძალიან ტრავმიანი გახდა თორე ამის კლას არავინ უარყოფს

  • Davita
    schedule 13 ნოე 2021, 20:02

    ეს ტრავმკანტარა რაღა სიქიმად გინდა ჩავი

  • ჯორჯ
    schedule 13 ნოე 2021, 20:01

    არ გვინდა ტრამვიანი და მოღალატე ფეხბურთელები

  • nika 54
    schedule 13 ნოე 2021, 19:38

    რავიცი ალბათ ჩავიმ უკეთესად იცის რას აკეთებს, სხვანაირად ეგ კი არა ჩვენ ვიქნებოდით ბარსას მწვრთნელები.

  • Clever liar
    schedule 13 ნოე 2021, 17:30

    არადა ალკანტარა ვაბშე არ ევასება პიროვნულად ხავის.. გადასარევად იცის რა სულით ვაჭარი ფეხბურთელიცაა..

  • ika9101
    schedule 13 ნოე 2021, 17:04

    ეხლა უკვე ატრაკებს ხავი.

  • La Pulga10
    schedule 13 ნოე 2021, 16:44

    ვინმეში გავუცვალოთ,აბა მაყუთის დახარჯვა არ გვაწყობს.პატარა აღარაა უკვე.ბაიერნში რა კლასნი იყოო ბიჯოო.

  • M10 S9 D11
    schedule 13 ნოე 2021, 16:30

    უუჰ დაგვხატავდა

  • alen halilovic
    schedule 13 ნოე 2021, 16:24

    ვაუ, სასწაული ფეხბურთელია

  • NEYBarca
    schedule 13 ნოე 2021, 16:08

    ციტატა: MeMpiS..
    ეს რომ პეპს არ წაერთვა ჩვენთვის თავის დროზე რაიცი ახლა რა დონეზე იქნებოდა


    ტატა მარტინოს ხელში კაცმა არ იცის რა იქნებოდა :დ და ენრიკესთან იმ დონეს დადებდა რასაც ბაიერნში თამაშობდა.

  • Maradona
    schedule 13 ნოე 2021, 16:04

    30 წლის ჯერ , დანისთან რა მოსატანია ამის ასაკი, მარა თუ მოიყვანენ რატო არ გინდათ ეს ორი სეზონი ხავი ხვდები რო ბავშვებით ფიზიკურად ვერ გაუქაჩავს 26-32 წლის კაცებს და ეს ჩანს ყველა ფიზიკურ ორთაბძლოაში. ერთი არაუხო ჯანზე და კი ვიცით რა შედეგბიც აქვს.

  • EL MAESTRO 6
    schedule 13 ნოე 2021, 15:34

    ეს რომ პეპს არ წაერთვა ჩვენთვის თავის დროზე რაიცი ახლა რა დონეზე იქნებოდა

  • Niclaus
    schedule 13 ნოე 2021, 15:30

    ეს პედრი და დეიონგი ჩავის ხელში ბურთს არ დაანახებენ არავის. ლივერპულის სათადარიგოთა სკამზე ჯდომას უნდა ერჩივნოს მოსვლა. აბა ვნახოთ რა იქნება 🙂

  • 88888888888
    schedule 13 ნოე 2021, 15:23

    ციტატა: Giovanni
    ბარემ რონალდინიოც მოვიყვანოთ და თუ წამოვა იბრაც, ორივეს დიდი მომავალი აქვს❤️


    ლარსონის გაშვებაზე მწყდება გული:)კუმანზე დაიწერა მცველად აბრუნებენ მიტო დაატოვებინეს მისთვის შეუფერებელი თანამდებობა😄😄😄

  • Golden Boy from Holland F.De Jong
    schedule 13 ნოე 2021, 15:21

    ოღონდ ეს მოიყვანე ხავი და რაც გინდა ის ქენი მერე ყველაზე კლასნია