workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონაში ეჭვობენ, რომ ტერ შტეგენმა ტრავმა მიიღო

ბარსელონაში ეჭვობენ, რომ ტერ შტეგენმა ტრავმა მიიღო

“ბარსელონაში” ეჭვობენ, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა გერმანიაში მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო. ინფორმაციას ჟურნალისტი ხავი მიგელი ავრცელებს. 

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰანზი ფლიკმა, 29 წლის მეკარე ლიხტენშტაინის წინააღმდეგ გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის (9-0) თავდაპირველ განაცხადში შეიყვანა, თუმცა მოგვიანებით კევინ ტრაპით ჩაანაცვლა. 

ტერ შტეგენის დაზიანება “ბუნდესნაკრებს” არ დაუდასტურებია. ფეხბურთელმა ჩავი ერნანდესთან საუბრის დროს თქვა, რომ კარგადაა, მაგრამ პერიოდულად დისკომფორტს გრძნობს. 

“ბარსელონა” გერმანელ მეკარეს გამოკვლევებს კატალონიაში დაბრუნებისთანავე ჩაუტარებს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, მოუწევს თუ არა მარკს შეხვედრების გამოტოვება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • me da barca
    schedule 13 ნოე 2021, 18:16

    წყევლა გვაქვს თუ რა უბედურებაა.

  • Bakero
    schedule 13 ნოე 2021, 01:07

    ბიჭოო ამის ტრავმაღა გვაკლდა სრული " ბედნიერებისათვის " confused confused

  • M10 S9 D11
    schedule 13 ნოე 2021, 00:50

    აუ ამანაც თუ ტრავმა აიკიდა სულ დავიღუპეთ

    ციტატა: Davita
    ღლეპორტ დონარუმა როგორ დაკარგე შე ქინძო.


    გავარტყი დონარუმას როცა შტეგენია

  • Davita
    schedule 12 ნოე 2021, 22:41

    ღლეპორტ დონარუმა როგორ დაკარგე შე ქინძო.

  • GiorgiM86
    schedule 12 ნოე 2021, 22:28

    ვიდრე ფასი აქვს შტეგენს, გაყიდეთ! რობერტოც გაყიდეთ! მოაშორეთ რა ზედმეტები გუნდს. აღარ გვინდა ამათი ყურება 🙁

  • nika 54
    schedule 12 ნოე 2021, 21:05

    ეს ამ ზაფხულს გაკეთებული ოპერაციის რეციდივია ალბათ.