ჟურნალისტ შონ კირნსის ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტი” მზადაა, იანვარში, “ბარსელონას” სატრანსფერო სამიზნე, რაჰიმ სტერლინგი 45-50 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ გაყიდოს.
წყაროს თანახმად, “ქალაქელებს” ინგლისელ შემტევთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურდათ, თუმცა, ამჟამად მოლაპარაკებები შეჩერებულია. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2023 წელს იწურება.
როგორც ცნობილია, 26 წლის ფეხბურთელი ჩავი ერნანდესს ძალიან მოსწონს, რის გამოც, კატალონიელები შეტევის ხაზის გაძლიერებას სწორედ მისი შეძენით შეეცდებიან.
მიუგდონ ეს ვეჩნი ინვალიდი, მბაპესაც და ნეიმარსაც რო ჯობია. პეპსაც ძალიან მოსწონსო და სანამ დროა შეატენონ.
50 მილიონი ფუნტი, 55-60 მილიონი ევროა, ამდენი ეს ვაჟკაცი არ ღირს.
50 მილიონად ლუის დიასსაც მოვიყვანთ რა სტერლინგი