workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიონელ მესი, შესაძლოა, 2023 წელს ბარსელონაში დაბრუნდეს

ლიონელ მესი, შესაძლოა, 2023 წელს ბარსელონაში დაბრუნდეს

“ბარსელონას” ყოფილი კაპიტანი და ამჟამად “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი, ლიონელ მესი, შესაძლოა, 2023 წელს კატალონიურ კლუბში დაბრუნდეს, იტყობინება Marca.

მადრიდული გამოცემა საკუთარ ვარაუდს 3 გარემოებაზე დაყრდნობით გამოთქვამს.

მესის სურვილი

არგენტინელმა საჯაროდ დაადასტურა, რომ “ბარსაში” დაბრუნებით მოხარული იქნებოდა. ლეოს თქმით, ის მზადაა, “ბლაუგრანას” ნებისმიერი გზით დაეხმაროს. 

ჩავის ფაქტორი

ჩავი ერნანდესი მესის ახლო მეგობარია და, შესაძლოა, მის დაბრუნებას ხელი ამანაც შეუწყოს. მართალია, “ბარსადან” წასვლის შემდეგ ლეოსა და ჟოან ლაპორტას ურთიერთობა გაფუჭდა, მაგრამ, მოსალოდნელია, რომ “მაესტროს” ფაქტორი ამ პრობლემას მოაგვარებს.

ცუდი სტარტი პსჟ-ში

მესი “პარი სენ-ჟერმენში” ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესშია. არგენტინელი ახალ გუნდს ბოლომდე ვერ მოერგო, რასაც ხელი ტრავმებმაც შეუშალა. “ლა პულგას” ლიგა 1-ში გოლი ჯერ კიდევ არ გაუტანია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ლეოს “ბარსელონაში” დაბრუნება წარმოუდგენლად არ ჩანს. 

ცნობისთვის, ლიონელ მესის “პსჟ-სთან” ხელშეკრულება 2+1 წლით აქვს გაფორმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წელს არგენტინელს შეუძლია, კლუბი დატოვოს ან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • CuleTillIDie
    schedule 10 ნოე 2021, 21:00

    არ ღირს უკვე, მგონია კიდევ უფრო აირევა სიტუაცია გუნდში. თან ბოლო დროს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება მაგრად კიდია საკლუბო დონის ფეხბურთი, წერენ ყოველ მეორე თამაშზე ტრავმირებულიაო და მერე მეორე დღეს ნაკრებთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობსო.

  • Clever liar
    schedule 10 ნოე 2021, 20:09

    ციტატა: M10 S9 D11
    თითქოს სხვა არჩევანი ქონდა


    არ ქონდა ბოლო დღეს თორე იქამდე 3 წელი კონტრაქტს ხელი შეგნებულად მე არ მოვაწერე ვითამ? :))

    თავად ჩავის აქვს ნათქვამი. ვინც ბარსელონაში თამაშზე ერთხელ მაინც იტყვის უარს, ის ბარსელონას ღირსი აღარ იქნება არასოდესო.. მესი ბარსელონას ღირსი არ არისო, დიდი ტუტუცური ნათქვამი გამოდის, მაგრამ სამწუხაროდ ქმედებას მაინც პირველ პუნქტამდე მივყავარათ
    .

  • M10 S9 D11
    schedule 10 ნოე 2021, 19:43

    ზამთარშივე დააბრუნეთ

    ციტატა: Clever liar
    მართალია ბოლო დროს არც გუნდი იყო შენი შესაფერი ჩვენო ლომო, არც მწვრთნელი, არც მმართველი და არც თანაგუნდელი, მარა ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ისე წახვედი და ისეთ გეიმარ გუნდში გადახვედი რო მე შენს დაბრუნებას აღარ ვესალმები მეეეესიიიიი!


    თითქოს სხვა არჩევანი ქონდა

  • nika 54
    schedule 10 ნოე 2021, 19:35

    ეს ჩავის მეგობრობა რა შუაშია, მართლა საქართველოში კი არა ვართ. კობიაშვილი რო ფედერაციის პრეზიდენტიცაა და პარლამენტის წევრიც.

  • Clever liar
    schedule 10 ნოე 2021, 19:35

    მართალია ბოლო დროს არც გუნდი იყო შენი შესაფერი ჩვენო ლომო, არც მწვრთნელი, არც მმართველი და არც თანაგუნდელი, მარა ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ისე წახვედი და ისეთ გეიმარ გუნდში გადახვედი რო მე შენს დაბრუნებას აღარ ვესალმები მეეეესიიიიი!

  • La Pulga10
    schedule 10 ნოე 2021, 19:34

    ციტატა: barsaba
    სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს, ემ ცე კვადრატ (mc²), ეф, ფუძე (√) ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ!


    ეხ მესუნია,მესუნია

  • JasoN
    schedule 10 ნოე 2021, 19:34

    ციტატა: barsaba
    სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს, ემ ცე კვადრატ (mc²), ეф, ფუძე (√) ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ!


    ეუფ რაღა დავამატო აბა დაბრუნებულა ეს კაცი და ეგააა 😂😂😂

  • barsaba
    schedule 10 ნოე 2021, 19:00

    სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს, ემ ცე კვადრატ (mc²), ეф, ფუძე (√) ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ!

  • EL MAESTRO 6
    schedule 10 ნოე 2021, 18:40

    მესის ბარსასთვის იმდენი რამ აქვს გაკეთებული რომ როგორც მინიმუმ გრანდიოზული გაცილება უნდა მოუწუონ, ასე რო. აუცილებლად მოიყვანონ და პატივი სცენ კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელს❤❤… ლეგენდების არ დაფასება ბარსაში ხშირად ყიფილა ასე რომ მესიც მაგ სიაში არ უნდა შეიყვანონ

  • LM10RG10
    schedule 10 ნოე 2021, 18:39

    ROUCH,
    ძაან შორს ხარ ძმაო