მოსალოდნელი ცვლილებები სამწვრთნელო შტაბში

მოსალოდნელი ცვლილებები სამწვრთნელო შტაბში

ცოტა ხნის წინ კატალონიის “ბარსელონამ” ფიზიოტერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი, ჟუანჟო ბრაუ და ფიტნეს მწვრთნელი ალბერტ როკა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

AS-ის ინფორმაციით, მორიგი ადამიანი, რომელიც კლუბს დატოვებს ჟაუმე ბარტრესია – ის ვარჯიშისა და GPS მონაცემების კონტროლზეა პასუხისმგებელი,

როგორც ცნობილია, მის ფუნქციებს ჟუვენილ A-ს ფიზიკური მწვრთნელი, ანდრეს მარტინი შეითავსებს.

ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ ფიზიოტერაპევტმა ხავი ლინდემ პოზიციები დათმოს, ვინაიდან, ჩავის კლუბში ჟუამე მუნილის გადმოყვანა სურს, რომელიც ამჟამად ფუტზალის გუნდის სამსახურშია. 

სავარაუდოა, რომ პოსტიდან დანი რომეროც გათავისუფლდება, რომელიც სავარჯიშო დარბაზის ფიზიკური მწვრთნელია.

კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ექიმის, რიკარდო პრუნას დაბრუნება, თუ მას კლუბში დააბრუნებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ამჟამინდელ მთავარ ექიმს, ლუის ტილს წასვლა მოუწევს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 10 ნოე 2021, 16:50

    ისედაც ვიცოდით რო სამედიცინო შტაბის მთლიანად გასაყრელია. აი ვის მოიყვანს და რას იზავენ ეს იქნება ძალიან საინტერესო.

  • Tornike_shavadze10
    schedule 10 ნოე 2021, 13:55

    ხავის მოსვლაზე მეტად სამედიცინო შტაბის გასუფთავება მიხარია :)) როგორც იქნა გვეშველა… ხავის მოსვლის შემდეგ 1 გასროლით რამოდენიმე კურდღელი მოვკლით <3

  • azulgerana
    schedule 10 ნოე 2021, 04:56

    ამიტომ ეჩხუბებოდა კუმანი დოწტორებს

  • Albicelecte
    schedule 09 ნოე 2021, 19:28

    ტილი და რწყილი… ვის ხელში ყოფილა ფეხბურთელების ჯანმრთელობა rage

  • EL MAESTRO 6
    schedule 09 ნოე 2021, 19:06

    უვარგისი ხალხი გასაყრელია,ფაქტია რომ თავის საქმეს ცუდად ასრულებდნენ და ახლაც ვერ გამოსწორდებიან , დიდი მოლოდინით და ენთუზიაზმით ველი მომდევნო თამაშს💙❤