კუმანის სამწვრთნელო შტაბს ახალი წევრი ჰყავს

კუმანის სამწვრთნელო შტაბს ახალი წევრი ჰყავს

რამდენიმე წუთის წინ, “ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ რონალდ კუმანის სამწვრთნელო შტაბს ფიზმომზადების მწვრთნელი, ალბერტ როკა, შეუერთდა.

როკა, ფრანკ რაიკაარდის ხელმძღვანელობით, “ბლაუგრანას” სამწვრთნელო შტაბის წევრი 2003-2009 წლებში იყო.

2020 წლის 1 აგვისტოს კი ინდურ კლუბ “ჰაიდარაბადში” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ოფიციალურ განცხადებაში “ბარსელონა” მადლობას უხდის “ჰაიდარაბადს”, რადგან ინდურმა კლუბმა, მიუხედავად კონტრაქტისა, როკას ყოფილ კლუბში დაბრუნების საშუალება მისცა.

გარდა “ჰაიდარაბადისა”, 57 წლის როკა მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ინდურ კლუბ “ბენგალურუსა” და სალვადორის ეროვნულ ნაკრებში იკავებდა.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 29 აგვ 2020, 19:22

    კარგია მწვრთნელთა გუნდი რო იკვრება. აბა გაისად ტრებლს დადებენ ეს მწვრთნელები. ისა და ფეხბურთელები აღარ გვინდა თუ სახელფასო თანხები აღარ დაგვრჩა ფეხბურთელებისთვის, მწვრთნელების გამო?

    ციტატა: shu1987
    ეს როკა კარგი ტიპია მახსოვს რაიკაარდის დროს რონალდინიოსთან და დეკუსთან ცოტა წაკამათება ქონდა სიზარმაცეზე და გულაობაზე. მაგრამ კუმანმა თუ დაზადნა და რაც თქვა ის ისე არ გააკეთა მაგის ბულდოგობასაც მიჯირყვნიან პიკე-ბუსკეცი-ალბა-და ა.შ. ბებერი სირ…ა კამანდა ტავიანთ მილიონებს კბილებით დაიცავენ.. მიჩვეული არიან ვალვერდე სეტიენის დროს, ისე ეს სიფარჩაკე ტატა მარტინოს დროს დაიწყო-მერე ენრიკემ მესი სკამზეც დასვა არ გაახურებინა ამ დონემდე ტრებლი მოიგეს და მეორე სეზონში იძულებული იყო ენრიკე წასულიყო გაუთამამდნენ და იუვესთან ნაკლები სირცხვილი კიარ უჭამიათ 3:0 გასვლა და სახლში ვერაფერი აი მერე დაიწყო ბურთის კლასის ხარჯზე გორაობა და იმ ეპოქის გაცამტვერება რაც მანამდე სეიქმნა მესიდან დაწყებული ყველა დიდ ხელფასებს იღებდა და ჩუმად იყვნენ კომფორტულად აი ამიტომაცაა კუმანმა არ უნდა გაატანინოს არავის რაც თქვა ისე უნდა გააკეთოს და გაახალგაზრდავოს გუნდი…


    ენრიკემ პირველივე წელს დადო ტრებლი, და დადო მას შემდეგ რაც ლეო სკამიდან წამოაყენა, მანამდე დიდი ვერაფერი აჩვენა, როცა იანვარში კიდევ დასვა ლეო და გუნდმა წააგო იქ მოხდა გარჩევა, თქვენ რო გგონიათ ლეო ხმას არ იღებსო, საკითხი დააყენა ან მათამაშე ან წაგებულ თამაშში ნუღა გამოგყავარო. ჩავიმ გასახდელშივე შეარიგა ლეო და ენრიკე, ამის შემდეგ გუნდს აღარ წაუგია და ტრებლი დადო. ლეო ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი გახდა და ოქროს ბურთი აიღო, ბაიერნს და ბოატენგს რა უყო ყველას ახსოვს. მეორე წელს არავითარი იძულებით არ წასულა ლა ლიგა, დადო,მესამე წელს ლა ლიგაც ვერ დადო და ამიტომ წავიდა, სიზუსტე დაიცავით როცა წერთ.

  • shu1987
    schedule 29 აგვ 2020, 16:17

    ეს როკა კარგი ტიპია მახსოვს რაიკაარდის დროს რონალდინიოსთან და დეკუსთან ცოტა წაკამათება ქონდა სიზარმაცეზე და გულაობაზე. მაგრამ კუმანმა თუ დაზადნა და რაც თქვა ის ისე არ გააკეთა მაგის ბულდოგობასაც მიჯირყვნიან პიკე-ბუსკეცი-ალბა-და ა.შ. ბებერი სირ…ა კამანდა ტავიანთ მილიონებს კბილებით დაიცავენ.. მიჩვეული არიან ვალვერდე სეტიენის დროს, ისე ეს სიფარჩაკე ტატა მარტინოს დროს დაიწყო-მერე ენრიკემ მესი სკამზეც დასვა არ გაახურებინა ამ დონემდე ტრებლი მოიგეს და მეორე სეზონში იძულებული იყო ენრიკე წასულიყო გაუთამამდნენ და იუვესთან ნაკლები სირცხვილი კიარ უჭამიათ 3:0 გასვლა და სახლში ვერაფერი აი მერე დაიწყო ბურთის კლასის ხარჯზე გორაობა და იმ ეპოქის გაცამტვერება რაც მანამდე სეიქმნა მესიდან დაწყებული ყველა დიდ ხელფასებს იღებდა და ჩუმად იყვნენ კომფორტულად აი ამიტომაცაა კუმანმა არ უნდა გაატანინოს არავის რაც თქვა ისე უნდა გააკეთოს და გაახალგაზრდავოს გუნდი…

  • Mecsoul
    schedule 29 აგვ 2020, 15:57

    ამაზე მეტი ბარსელონური სამწვრთნელო შტაბი რაღა უნდა იყოს ….ამათმა თუ არ გაამართლეს და ალბათ მორჩა …