მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანო მზადაა ითამაშოს ცენტრალური მცველის პოზიციაზე

მასკერანო მზადაა ითამაშოს ცენტრალური მცველის პოზიციაზე

არგენტინელმა ხავიერ მასკერანომ განაცხადა, რომ იგი მზადაა დადგეს ცენტრალური მცველის პოზიციაზე თუ ეს მის გუნდს დაეხმარება. 

 

“ძალიან კარგი იქნებოდა ყველას შეეძლოს მატჩში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ეს შეუძლებელია. მწვრთნელმა არჩევანი უნდა გააკეთოს და თუ ის რჩეული მე ვიქნები ყველაფერს გავაკეთებ გუნდის დასახმარებლად, როგორც წინა სეზონში. ჩემი უპირატესობა ისაა, რომ ამ პოზიციაზე თამაშის გამოცდილება მაქვს.

 

გვარდიოლას თავისი ფეხბურთელების სჯერა. ძალიან ვწუხვარ, რომ მილიოტმ დაგვტოვა, ის ჩემი კარგი მეგობარია, მაგრამ მან ოჯახთან ერთად ყოფნა არჩია. სუპერთასი მნიშვნელოვანი ტურნირია. იგი ჩვენ თვითდაჯერებულებას მოგვიმატეს, რაც მთელი სეზონი გაგვყვება” – დაასრულა მასკერანომ.

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში