Football.ua კვირის ბოლოს აქვეყნებს ახალგაზრდა, იმედისმომცემ ფეხბურთელთა სიას და განიხილავს მათი თამაშის სტილსა და პერსპექტივებს.
ჟერარ დეულოფეუ
სიმაღლე: 178 სმ.
წონა: 70 კგ.
სათამაშო ნომერი: 17
მოქალაქეობა: ესპანეთი
პოზიცია: ფლანგის თავდამსხმელი
კლუბი: “ბარსელონა” (ესპანეთი)
საერთო ინფორმაცია
ჟერარმა ახლახანს დაამთავრა სკოლა, ამიტომ განსაკუთრებული საკლუბო კარიერა ჯერ არ აქვს. იგი მთელი ცხოვრებაა “ბარსელონას” სკოლაში სწავლობს. მისმა თამაშმა “ბარსელონა ბ-ს” სამწვრთნელი შტაბის ყურადღება მიიპყრო. სეგუნდა დივიზიონში გასულ სეზონზე დებიუტიც ჰქონდა. აპრილში, ხოსეპ გვარდიოლამაც შეიყვანა განაცხადში “რეალ სოსიედადთან” მატჩში, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელს 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე მოუწია ჯდომა.
ასეთი “მოწყენილ” კარიერას სანაკრებო მატჩები ავსებს. 17 წლამდე ფეხბურთელებში ყოველთვის ლიდერობდა. მისმა 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც ითამაშა, მაგრამ ესპანელბი ინგლისელ თანატოლებთან დამარცხდნენ. ამ მატჩის შემდეგ, დეულოფეუ გამოიძახეს 19 წლამდე ნაკრებში. ჟერარმა არც იქ დათმო ლიდერობა და თანაგუნდელებს ევროპის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა. გამარჯვების შემდეგ, იგი “ბარსელონას” ამერიკულ ტურნეში შეუერთდა.
სტილი
დეულოფეუ – ტიპიური თანამედროვე თავდამსხმელთა წარმომადგენელია. მას ყველა ის თვისება გააჩნია რაც შემტევს სჭირდება.
თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ თანდაყოლილი ტექნიკა. ბურთს საჭიროების შემთხვევაში ეხება და ერთი-ერთზე მოტყუება მოედნის მოკლე მონაკვეთში შეუძლია. ფინტები არ აქვს დაზეპირებული, აგებულია მთლიანად იმპროვიზაციაზე.
საკმაოდ სწრაფია, მაგრამ სპრინტერად არ გამოდგება სხეულის აგებულებიდან გამომდინარე. მუშა ფეხი მარჯვენა აქვს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მარცხენა ფეხსაც კარგად ხმარობს.
ხშირად ადარებენ მესის, თუმცა ლეოსგან განსხვავებით, იგი არ შერბის საჯარიმოში ცენტრიდან. ურჩევნია შევიდეს ფლანგიდან, გააკეთოს პასი ან დაარტყას. არ გამოირჩევა ეგოიზმით, თუმცა უყვარს თამაშის საკუთარ თავზე აღება.
პოტენციალი
მას ხშირად ადარებენ მესის, მაგრამ რთულია განსაზღვრო მისი მომავალი. ერთი რამ ნათელია – მას საკმაოდ წარმატებული მომავალი ექნება და დიდ ფეხბურთში დიდ სიტყვას იტყვის.



