workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფრენკი დე იონგი, შესაძლოა, მანჩესტერ სიტიში გადავიდეს | El Nacional

ფრენკი დე იონგი, შესაძლოა, მანჩესტერ სიტიში გადავიდეს | El Nacional

კატალონიური გამოცემა, El Nacional-ი, “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი მზადაა შემდეგ წელს გუნდის ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი გაყიდოს. არასტაბილური თამაშის გამო ნიდერლანდელი ფეხბურთელი “კამპ ნოუზე” შეუცვლელ წევრად აღარ მიიჩნევა.

დე იონგის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება “მანჩესტერ სიტი” და, შესაძლოა, “ბლაუგრანას” შემდეგი წინადადებით მიმართოს – 20 მილიონი ევრო + რაჰიმ სტერლინგი.

თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, არაა გამორიცხული, რომ “ბარსა” ამ შეთავაზებას დათანხმდეს, ვინაიდან უსმან დემბელეს ტრავმიანობიდან გამომდინარე გუნდს მარჯვენა გარემარბი ფაქტობრივად არ ჰყავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • levanoza
    schedule 09 ნოე 2021, 02:06
    #16

    დე ბრუინი დადონ და დემბელე მიისხან კოუსთან ერთად! ლანგლე პრიკუპში…

  • basa7
    schedule 08 ნოე 2021, 19:19
    #15

    ციტატა: Bakero

    ციტატა: basa7
    რა სისულელეა, რეალურად ტიპს თავის პზიციაზე არ უთამაშნია და სხვადასხვა იდიოტების ექსპერიმენტებს ეწირება რეალურად. საყრდენია ტიპი და მისგან შემტევ ნახევრმცველობას იტხოვენ. ეს ბუსკეტსი მალე წავა და ფრენკიზე უკეთესი მაგ პოზიციაზე გვყაავს ვინმე? გვარდიოლა იდიოტაია რო უნდა? იცის ტიპი სადაც უნდა ათანაშოს და მიტომაც უნდა


    რაც ამ უბედურს ხისთავამ უქნა მე პირადად შემომაკვდებოდა ხელში ხისთავა rage მარტო შემტევი ნახევარმცველობა ?! ყველა დირკას ამ უბედურს ავსებინებდა ცენტრალური მცველობიდან დაწყებული rage აქამდე კიდევ რომ არ გაიქცა კიდევ კარგი მოთმინება ჰქონია ! გვარდიოლა ამას ექსტრა კლასის ნახევარმცველად აქცევს და თანაც მაგრად გამოიყენებს

    რად უნდა ლაპარაკი, და საერთოდ ამისგან რათო მოთხოვენ თამაშის თავის თავზე აღებას და მოგებას ვერ ხვდები. კაცი იხმარეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ხან დაცვა ხან შეტევა ხან ეს ხან ის. იტოგში ნებისმიერი გუნდი ფრენა ფრენით იყიდის ამას, ბაიერნი იხევს ყველაფერს ისე უნდა ვის მოდის ეგეთი აზრები საერთოდ

  • me da barca
    schedule 08 ნოე 2021, 19:16
    #14

    ჭორია უეჭველი. ამის წასვლა-დარჩენას ჩავი გადაწყვეტს.

  • M10 S9 D11
    schedule 08 ნოე 2021, 19:08
    #13

    დე იონგს თავი დაანებეთ ამაზე მაგარი ნახევარ მცველი გუნდში არ გვყავს მიუხედავად ბუსკეცი დიდი პატივისცემისა ლანდიც აღარაა იმ ბუსკეცისგან დარჩენილი

  • Bakero
    schedule 08 ნოე 2021, 18:34
    #12

    ციტატა: basa7
    რა სისულელეა, რეალურად ტიპს თავის პზიციაზე არ უთამაშნია და სხვადასხვა იდიოტების ექსპერიმენტებს ეწირება რეალურად. საყრდენია ტიპი და მისგან შემტევ ნახევრმცველობას იტხოვენ. ეს ბუსკეტსი მალე წავა და ფრენკიზე უკეთესი მაგ პოზიციაზე გვყაავს ვინმე? გვარდიოლა იდიოტაია რო უნდა? იცის ტიპი სადაც უნდა ათანაშოს და მიტომაც უნდა


    რაც ამ უბედურს ხისთავამ უქნა მე პირადად შემომაკვდებოდა ხელში ხისთავა rage მარტო შემტევი ნახევარმცველობა ?! ყველა დირკას ამ უბედურს ავსებინებდა ცენტრალური მცველობიდან დაწყებული rage აქამდე კიდევ რომ არ გაიქცა კიდევ კარგი მოთმინება ჰქონია ! გვარდიოლა ამას ექსტრა კლასის ნახევარმცველად აქცევს და თანაც მაგრად გამოიყენებს

  • rivaldo80
    schedule 08 ნოე 2021, 18:30
    #11

    რა ბოდვაა ეს ბიჭი თავისით თუ არ წავა ამას ვინ გაუშვებს სასაცილოა რომ უშვებთ გუნდიდან უკეთესი ვინ მოგყავთ? მსოფლიოში ერთერთი მაგარი ნახევარმცველია. ტიპს დოღის ცხენივით დარბენინებენ და რას იტხოვთ გაუგებარია ხან დაცვაშია ხან ფლანგზე ხან 10 ნომერზე…))))))))))

  • nika 54
    schedule 08 ნოე 2021, 17:43
    #10

    მთელი გუნდია ამოვარდნილი ფორმიდან და მარტო ეს დადებს შედეგს. სტერლინგი ისედაც მოვა დემბელეს მივცემთ.

  • Albicelecte
    schedule 08 ნოე 2021, 16:29
    #9

    ეს სიტუაცია მგონია შემდეგნაირად:
    2008-09 სეზონი განმეორდება
    ნიკო-ფრენკი იქნებიან როგორც ბუსი-იაია ტურე
    ჩავი ფსონს გააკეთებს ნიკოზე, ფრენკს გაუშვებს სიტიში, თუმცა პეპი არ გადაეკიდება, პირიქით…
    კაკრაზ ეგეც საფეხბურთო ოჯახიდანაა, მამამისიც თავის დროზე ცნობილი ფეხბურთელი იყო

  • Aroni
    schedule 08 ნოე 2021, 16:27
    #8

    იმედია მორიგი სისულელეა. დღეს არ შეიძლება რომელიმე ფეხბურთელის(საყოველთაოდ ცნობილი გამონაკლისების გარდა რა თქმა უნდა, ლუკ დე იონგი და ა.შ…) არასტაბილურობაზე ლაპარაკი, ამდენი უნიჭო მწვრთნელების და ფიზ მომზადების ხელში არავის ცუდი თამაში არაა გასაკვირი. თუნდაც გავი რად ღირს მაგალითად(სად ესპანეთის ნაკრებში და სად კუმანის ბარსაში) და მითუმეტეს ფრენკ დე იონგი, დღეს ვთვლი რო ფრენკი თავის პოზიციაზე ერთერთი საუკეთესოა(უბრალოდ სწორი მიმართულება, ანუ მწვრთნელია საჭირო)

  • basa7
    schedule 08 ნოე 2021, 16:03
    #7

    რა სისულელეა, რეალურად ტიპს თავის პზიციაზე არ უთამაშნია და სხვადასხვა იდიოტების ექსპერიმენტებს ეწირება რეალურად. საყრდენია ტიპი და მისგან შემტევ ნახევრმცველობას იტხოვენ. ეს ბუსკეტსი მალე წავა და ფრენკიზე უკეთესი მაგ პოზიციაზე გვყაავს ვინმე? გვარდიოლა იდიოტაია რო უნდა? იცის ტიპი სადაც უნდა ათანაშოს და მიტომაც უნდა

  • Albicelecte
    schedule 08 ნოე 2021, 15:34
    #6

    პეპს დასჭირდება ასეთი ფეხბურთელი, რაც შეეხება ჩავის, სავარაუოდ ლა მასიელებით უნდა გუნდის აწყობა და ფსონს შინაურებზე ჩამოვა, მაგრამ პეპს დასჭირდება ფრენკისნაირი და სიტი გადაიხდის კიდევაც… 70-80 ლიმონს შორის გაისვრის სიტი სავარაუდოდ, რაც ნორმალური თანხაა

  • NEYBarca
    schedule 08 ნოე 2021, 15:28
    #5

    90 მილიონი მაიტათ და თქვენი იყოს პეპ 🙂 ამ ფულს კიდე ერთი 20 მილიონი წაუმატოს ლაპორტამ კომანის ან გნაბრის და კუნდეს მოსაყვანად 🙂 როგორც გავიგე სამივე მოსწონს ხავის 🙂

  • EL MAESTRO 6
    schedule 08 ნოე 2021, 15:04
    #4

    სტერლინგი აქ არ მომითრიოთ მაგის ინდაური დედა ვატირე, ვერ ვიტან მაგ ფეხბურთელს, ხოხიალი სუარესის არ მევასებოდა და ეს აქ არ დამანახოთ, დე იონგ რაც შეეხება თუ ჩავის ხელში ათამაშდა კიდევ კარგი თუარა და გაყიდონ სიტიში, ოღონდ 20 მილიონს +სტერლინგი არის საშინელება, მაგას ჯობია 50ან 60 მილიონად გაყიდონ

  • Don_Andresito
    schedule 08 ნოე 2021, 14:50
    #3

    წესით ჩავიმ უნდა უშველოს ამას. მთლიანად გუნდის თამაეი თუ არ გამოსწორდა ამან რა უნდა ქნას, ინიესტა კი არაა. გავი პედრი ნიკო პუჩი ორელიანა და კაი ბიჭები გვყავს, ხელშეუხებელი ვერ იქნება. მევასება ფრენკი მარა ძალიან სუსტია წელს გუნდივით. ჩავი აათამაშებს მარა თუ მაინც არ ეშველა სანამ კოუ დაემართა და ფასი აქვს გაიყიდოს. ოღონთ სტერლინგი უკან გაიკეთონ. ბერნარდო გვინდა და კანსელო 😁😁 სტერლინგი ისედაც გაიქცევა მანდედან მალე

  • Iniesta_8
    schedule 08 ნოე 2021, 14:41
    #2

    ჯერ ხავისთან ვაცადოთ რას იზამს, თუ ვერაფრით ქნა ფასი აქვს საკმაოდ სოლიდური და მივყიდოთ მერე. ბუსკეცის ხელში მაინც არ უწერია განვითარება, დროა ბუსი სკამზე გადასვან მარა ვერ ბედავს ვერავინ.

  • La Pulga10
    schedule 08 ნოე 2021, 14:36
    #1

    უკან გაითხარეთ სტერლინგი ბიჭო.ჩავი მოვიდა და ათამაშდება,რომელი თამაშობდა კუმანის ან ბარჟუანის ხელში წესიერად?არსად გასაშვები არაა,თავის პოზიციაზე უნდა დააყენო და სწორი დავალება მისცე,მჯერა რო ჩავი აათამაშებს.ტიპს დეპრესია აქვს ისე ლაპარაკობს, მაგიტომ მინდა ჩავისთან ერთად პუიოლი, რომ გამოუსწოროს ხასიათი ბიჭებს,თორემ გული მისკდება 18,19,20,21,22….წლის ბიჭები ცხვირჩამოყრილი,რომ დადიან.20 მლნ+ სტერლინგიო,20 მლნს + რუბენ დიაში+კანსელო მოიტათ და მერე დავფიქრდებით.