workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
TV3: ჩავის პირველი სამი მოთხოვნა ბარსელონას

TV3: ჩავის პირველი სამი მოთხოვნა ბარსელონას

“ბარსელონას” მომავალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა, კლუბის ხელმძღვანელობას პირველი სამი მოთხოვნა წარუდგინა, წერს TV3.

ცნობის თანახმად, პირველ რიგში, ჩავი სურს, რომ “ბარსაში” საკუთარ სამწვრთნელო შტაბთან ერთად იმუშაოს: მთავარი მწვრთნელის ასისტენტები, ოსკარ ერნანდესი და სერხიო ალეგრე, ფიზმომზადების მწვრთნელი, ივან ტორესი, და სამი სკაუტი, დავიდ პრატსი, ტონი ლობო და სერხიო გარსია. 

მან ხელმძღვანელობისგან სამედიცინო შტაბის განახლება მოითხოვა, რადგან ფეხბურთელების გახშირებული ტრავმიანობა სერიოზულ პრობლემად იქცა. იგი “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელად რიკარდ პრუნას დანიშვნას ითხოვს. პრუნას “ბარსას” პირველ გუნდში 25 წელი აქვს გატარებული. მან კატალონიური კლუბი შარშან დატოვა. ამჟამად, იგი დუბაიში მუშაობს.

ასევე, მან კლუბის ხელმძღვანელობისგან, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გარემარბის შეძენა მოითხოვა. ამასთან, ესპანელი იმედოვნებს, რომ უსმან დემბელე სასურველ ფორმაში შესვლას შეძლებს, რადგან, მისი აზრით, ფრანგი მის სათამაშო სისტემაში იდეალურად ჯდება.

სავარაუდოდ, ჩავის დაბრუნდებას “ბლაუგრანა” ოფიციალურად დღეს გამოაცხადებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • M10 S9 D11
    schedule 05 ნოე 2021, 15:28
    #11

    ლუის დიასი და ენტონი როა აიაქსი მოუყვანეთ ეს ორი შეტევაში და ერთი ნორმალური მცველი

  • Don_Andresito
    schedule 05 ნოე 2021, 14:16
    #10

    ციტატა: Albicelecte

    ციტატა: frenkie dejong21
    თუ დემბელეს ენდობა გარემარბის მოყვანა რატო უნდა ? 🤔


    ალბათ კულტურას იჩენს და მისი გაშვება სატელეფონო ზარით არ უნდა… სავარაუდოდ, ზამთრის ფანჯარაზე გაუშვებს, თუ ვერ გამოთალა მანამდე


    დემბელეს ენდობა ზრდილობიანი ფორმაა, როგორ უნდა ენდო მუდმივად ტრავმიან გარემარბს, ტრავმიან ფატის, ორივე ჩერეზ დენ იტრავმება და როგორ უნდა ენდო. 9 ნიც გვინდა 1 გარემარბიც. ან ორი ერთში. ფერან ტორესი ოიერხაბალი, გამტანი ვინგერები.

  • EL MAESTRO 6
    schedule 05 ნოე 2021, 13:59
    #9

    აგე ბიჯო ძლივს ვიღაცა გეგმით მოდის, ძაან საჭირო ღარაცები მოუთხოვია და უნდა შეუსრულოს აუცილებლად, მაინც იმედი მაქვს რა ჩავისი💙❤

  • Albicelecte
    schedule 05 ნოე 2021, 13:11
    #8

    ციტატა: frenkie dejong21
    თუ დემბელეს ენდობა გარემარბის მოყვანა რატო უნდა ? 🤔


    ალბათ კულტურას იჩენს და მისი გაშვება სატელეფონო ზარით არ უნდა… სავარაუდოდ, ზამთრის ფანჯარაზე გაუშვებს, თუ ვერ გამოთალა მანამდე

  • skillera 10
    schedule 05 ნოე 2021, 13:02
    #7

    ციტატა: frenkie dejong21
    თუ დემბელეს ენდობა გარემარბის მოყვანა რატო უნდა ? 🤔


    დემბელეს რაც არუნდა ენდობოდე ბოლომდე ვერც ენდობი :დ

  • frenkie dejong21
    schedule 05 ნოე 2021, 12:55
    #6

    თუ დემბელეს ენდობა გარემარბის მოყვანა რატო უნდა ? 🤔

  • Norman Bates
    schedule 05 ნოე 2021, 12:42
    #5

    ციტატა: me da barca
    წელს, როგორც ვატყობ სიტუაციას ოქროს ბურთს ლევანას გადასცემენ. თან კენჭისყრის სურათიც დაუდიათ, სადაც ლევანდოვსკია გამარჯვებული, მეორეზე მესი.
    2 ბურთი უნდა გათამაშებულიყო, ერთი 2020 წლის და 2021 წლის. შარშანდელი ლევანას და წელს ვინც დაიმსახურებდა.


    არ იმსახურებს ლევანდოვსკი?

  • me da barca
    schedule 05 ნოე 2021, 12:38
    #4

    წელს, როგორც ვატყობ სიტუაციას ოქროს ბურთს ლევანას გადასცემენ. თან კენჭისყრის სურათიც დაუდიათ, სადაც ლევანდოვსკია გამარჯვებული, მეორეზე მესი.
    2 ბურთი უნდა გათამაშებულიყო, ერთი 2020 წლის და 2021 წლის. შარშანდელი ლევანას და წელს ვინც დაიმსახურებდა.

  • nika 54
    schedule 05 ნოე 2021, 12:30
    #3

    ესპანელი იმედოვნებს, რომ უსმან დემბელე სასურველ ფორმაში შესვლას შეძლებს, რადგან, მისი აზრით, ფრანგი მის სათამაშო სისტემაში იდეალურად ჯდება.
    მაგარ შეცდომაში ხარ შეყვანილი ძმაო. მანამდე არაფერი გეტკინოს, დემბელე რო ათამაშდება. და თუ ათამაშდა მაქსიმუმ ორი სამი სრული თამაში ჩაატაროს და ისევ ახალი ვინმე გეყოლება საძებნი.

  • me da barca
    schedule 05 ნოე 2021, 12:19
    #2

    ეს გონებაჩლუნგი თუ აათამაშა ჩავიმ, მაშინ ჯადოქრობაც არსებობს ამ სამყაროში.

  • Barca_MNS
    schedule 05 ნოე 2021, 12:10
    #1

    კაცს ცვლილებ3ბი და საქმის კეთება უნდა. ჩვენი მეორობის კნდოდატებივით რო იყვენ წინა მწვრთნელები ოღონდ დაენიშნათ და პრეტენზოა ან გეგმა როარ ქონდათ ეგრე არაა. მომწონს მიდგომა, სადაც არაბულ წჰწვეჯჯ ლიგაში ისეთი ტაქტიკური ფეხბურთი ათამქშა გუნდს, არ გამიკვირდება დემბელეს, რომ აათამაშოს. ტუხელი ერთ ერთი ნიჭიერთაგანია, კაცს ვისთან არ უმუშავია და დემბელეს გამოარჩევს რო კითხო … არ ვიცი ხქვია იმედიმაქ დემბელესი მტერს ქონდეა