workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უსმან დემბელე სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება | Ser

უსმან დემბელე სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება | Ser

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ უსმან დემბელე კვლავ ტრავმირებულია. “ბარსელონას” შემტევმა გამოჯანმრთელების შემდეგ დაზიანების მიღება მალევე მოასწრო, რომელიც მისთვის კატალონიურ კარიერაში რიგით მეცამეტეა.

Cadena Ser-ის ჟურნალისტის, სანტი ოვალეს ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი შაბათს, ვიგოს “სელტასთან” შეხვედრას გამოტოვებს და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 20 ნოემბერს “ესპანიოლთან” მატჩში დაბრუნდება.

წყაროს ცნობით, დემბელეს კიევის “დინამოსთან” მხოლოდ 10 წუთი უნდა ეთამაშა, თუმცა სერჟი ბარჟუანმა მას 30 წუთი დაუთმო. შესაძლოა, ტრავმა სწორედ ამან გამოიწვია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • Iniesta_8
    schedule 04 ნოე 2021, 20:18

    ზამთარში უნდა შესვან ლაფატკაზე და მოისროლონ სადმე. სადაც წავა იმ კლუბმა იდარდოს მერე. ეს და უმტიტი 4 წელია არაფერში იღებენ ხელფასს. აქამდე რომ ვერ მოიშორეს მაგასაც ხომ მოხერხება უნდა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 04 ნოე 2021, 20:00

    ციტატა: skillera 10

    ციტატა: ბარამიძე ლუკა
    არაფერი არ აქვს, იმიტომ მოიმიზეზეს რომ ნაკრებში არ წასულიყო ალბათ


    ვინ გამოიძახებს ბოლოს როდის ითამაშა საფრანგეთის ძირითადში.რა ჩემ … უნდა დეშამს დემბელე ვარსკვლავურ ნაკრებში


    ამ ევროზე დაიმტვრა ბოლოს, მაგრამ მაინც არ მგონია რომ ეგაა მიზეზი, დემბელესგან ტრამვა არ მიკვირს ნაღდად

  • ბარამიძე ლუკა
    schedule 04 ნოე 2021, 19:37

    skillera 10,

    ციტატა: skillera 10

    ციტატა: ბარამიძე ლუკა
    არაფერი არ აქვს, იმიტომ მოიმიზეზეს რომ ნაკრებში არ წასულიყო ალბათ


    ვინ გამოიძახებს ბოლოს როდის ითამაშა საფრანგეთის ძირითადში.რა ჩემ … უნდა დეშამს დემბელე ვარსკვლავურ ნაკრებში


    ბოლოს ნაკრებში ითამა ზუსტად და მანდ დაიმტვრა.

  • skillera 10
    schedule 04 ნოე 2021, 19:11

    ციტატა: ბარამიძე ლუკა
    არაფერი არ აქვს, იმიტომ მოიმიზეზეს რომ ნაკრებში არ წასულიყო ალბათ


    ვინ გამოიძახებს ბოლოს როდის ითამაშა საფრანგეთის ძირითადში.რა ჩემ … უნდა დეშამს დემბელე ვარსკვლავურ ნაკრებში

  • ბარამიძე ლუკა
    schedule 04 ნოე 2021, 18:48

    არაფერი არ აქვს, იმიტომ მოიმიზეზეს რომ ნაკრებში არ წასულიყო ალბათ

  • nika 54
    schedule 04 ნოე 2021, 18:45

    კაცმა კონტრაქტი ამოწურა და გუნდი კიდევ ვერ ხვდება რო უვარგისი ფეხბურთელია.

  • M10 S9 D11
    schedule 04 ნოე 2021, 18:32

    ტიპმა ბარჟუანიც გაისტუმრა 😂😂

  • me da barca
    schedule 04 ნოე 2021, 18:29

    ნეტა ვიცოდე, რისგანაა ეს იდიოტი შექმნილი, ჩიპსივით, რომ იშლება.
    ნებისმიერ ფასად მოსაშორებელია ეს უდღეური.