Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონასა” და “ალ სადს” შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. კატალონიური კლუბი იმედოვნებს, რომ მთავარ მწვრთნელად ჩავი ერნანდესის დანიშვნას ხვალ გააოფიციალურებს.
“ბარსელონას” დიქტორთა საბჭოს წევრები, მატეუ ალემანი და რაფა იუსტე ყატარში გუშინ ჩაფრინდნენ და “ალ სადის” წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართეს, რომელმაც შეთანხმების მიღწევის გარეშე ჩაიარა, თუმცა პროცესი დღეს გაგრძელდა და, ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ ხვალ, ჩავის “ბარსას” თავკაცის პოსტზე დანიშვნა ოფიციალურად დადასტურდება.
მოსალოდნელია, რომ 41 წლის სპეციალისტი სამწვრთნელო საქმიანობას “სელტასთან” მატჩის შემდეგ შეუდგება, რომელიც 6 ნოემბერს გაიმართება. მანამდე კი “ლურჯ-ბროწეულისფრებს” კვლავ სერჟი ბარჟუანი უხელმძღვანელებს.




კი ბატონო, ეგრეა
რაღაცა კარგი რომ ხდება, არ არსებობს, რომ ასეთმა ამბებმა არ დააბალანსონ, მაგრამ ჯანდაბას, ის ინვალიდი დროულადაა გასაშვები
დემბელე ისევ ტრავმირებულია მგონი :დდდდდდდდ
და რა მოლაპარაკებები მიდის ამისთანა, ისინი ხო არ ყიდულობენ. თუ თქვეს ვუშვებთო გამოუშვქნ რაზეა ლაპარაკი, ბარსელონაში ვერ ილაპარაკებენ გუნდი და ჩავი. ის ყატარელები რაზე საუბრობენ შეიძლება გავიგოთ? ან გუშინ რით ვერ დამთავრდა?
სელტასთან იმედია მოვიგებთ და კიდევ უფრო არ გაუარესდება ჩვენი მდგომარეობა და ჩავი რომ მოვა მერე მაგის იმედზე ვარ, თუ გაამართლა 1-2 წელიწადში მაგარი გუნდი გვეყოლება უკვე