workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუპერკომპიუტერი ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის მოგების 10 ფავორიტს შორის ასახელებს

სუპერკომპიუტერი ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის მოგების 10 ფავორიტს შორის ასახელებს

ცნობილმა სუპერკომპიუტერმა – FiveThirtyEight-მ ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის მოგების ფავორიტები დაასახელა და მათ შორის “ბარსელონაც” შეიყვანა. 

ალგორითმის ვარაუდით, “ბარსას” მოგების შანსები მხოლოდ 2%-ია. კატალონიელები ამ მაჩვენებლით მადრიდის “ატლეტიკოსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” უტოლდებიან – კლუბები ათეულში ბოლო სამ ადგილს ინაწილებენ.

ამჟამად, იმის შანსი, რომ “ბლაუგრანა” მერვედფინალში გავიდეს, 67%-ია. საინტერესოა, რომ კიევის “დინამოსთან” მოპოვებულ გამარჯვებამდე, “ბარსა” ევროპა ლიგის ფავორიტად ითვლებოდა.

ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად, 27%-ით მიუნხენის “ბაიერნი” მიიჩნევა, რომელსაც “მანჩესტერ სიტი” (18%) და “ლივერპული” (12%) მოსდევენ.

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Iniesta_8
    schedule 03 ნოე 2021, 22:01
    #7

    ციტატა: me da barca
    სუპერკომპიუტერი არა ტოლმა.შარშან ბარსა მოიგებსო ლა ლიგას, ახლა კლასიკოც უნდა მოგვეგო, მაგრამ…


    შანსი არ ნიშნავს იმას რომ აუცილებლად მოხდება, მითუმეტეს 2% არაფერს ნიშნავს.

  • Albicelecte
    schedule 03 ნოე 2021, 19:25
    #6

    დაძაბული ლიგა იქნება;
    გამოკვეთილი ფავორიტია ბავარია, ძალიან კარგ ფორმაშია ლივერი
    მოგების შნო აქვს ჩელსის, არ უნდა ჩამოვწეროთ სიტი და პსჟ
    და ნუ დაგვავიწყდება იუვე, რომელმაც ალეგრი დაიბრუნა და გუნდური სტილი დაეტყო
    მახსოვს, 1999-2000 სეზონში გამოკვეთYილი ფავორიტი იყო ბარსა, მაგრამ ლიგა რეალმა მოიგო;
    იმ რეალმა, რომელმაც ბავარიასთან მე-2 ეტაპის ქვეჯგუფში 2:4, 1:4 წაასხა, პირწმინდად დათმო დუელი, საერთო ანგარიშით 3:8
    ასეთებიც ხდება, მაგრამ ის შავბნელი იღბალი დასდევდათ თან მაგ წყეულებს, რაღაცამ შეაძლებინათ (თუმცა მაღალი კლასის ფეხბურთელებიც ყავდათ: კარლოსი, რაული, იერო, რედონდო, მორიენტესი, მაკმანამანი და კიდევ მშრომელთა კლასიც)
    ბარსას არ დასდევს ეგ იღბალი, მთელი სეზონი 3-4 თავით მაღლა უნდა იდგეს სხვებზე, რომ ლიგს მოგება შეძლოს…
    ვნახოთ, იქნებ ღირსეული თამაში მაინც შესძლოს ჩავიმ, ლიგის მოგებას ვინ ჩივის საერთოდ

  • Barca_MNS
    schedule 03 ნოე 2021, 18:55
    #5

    ბოლოს რა გახსოვთ ამ ჯართის გმაოთვლილს გაემართლებინოს ? laughing

  • me da barca
    schedule 03 ნოე 2021, 17:37
    #4

    სუპერკომპიუტერი არა ტოლმა.შარშან ბარსა მოიგებსო ლა ლიგას, ახლა კლასიკოც უნდა მოგვეგო, მაგრამ…

  • CuleTillIDie
    schedule 03 ნოე 2021, 17:22
    #3

    ლივერპულისაა ჩემი აზრით ლიგა. მაგარ ფორმაში არიან წელს

  • Fc Barca Batumi
    schedule 03 ნოე 2021, 17:16
    #2

    ჯერ ამ ეტაპზე რა ლიგაზეა ბაასი, ლიგა კი არა ლა ლიგაში ოთხეულში დავასრულოთ ესაა დღევანდელი ოცნება!! კაით რაა, ეს სუპერ კომპიც გვეკაიფება? მოვა დრო, როდესაც ბარსა კომპს მოაკეტინებს

  • nika 54
    schedule 03 ნოე 2021, 17:14
    #1

    ამ სუპერკომპიუტერს შეუცვალონ ჩიპები, ასიანი დამწვრებია და ვერ აზროვნებს დონეზე.