გუნდი მადრიდში თამაშის დღეს არ გაემგზავრება, როგორც ხდებოდა ხოლმე.
შაბათს, 13 აგვისტოს 18 საათზე გუნდი “ნოუ კამპიდან” აეროპორტში გაემგზავრება და 19 საათზე მადრიდში გაფრინდება. 20 საათზე თვითმფრინავი ესპანეთის დედაქალაქში დაეშვება და გუნდი სასტუმრო “Eurostars”–ში დაბინავდება.
თამაში “სანტიაგო ბერნაბეუზე” კვირას, 22 საათზე გაიმართება და მატჩის დასრულებისთანავე გუნდი ბარსელონაში, 01:25 საათზე დაბრუნდება.
* საათები მითითებულია ადგილობრივი დროით
