რამდენიმე დღის წინ, “ბარსელონას” ტრავმირებულ მოთამაშეთა რიგებს სერჟი რობერტო შეუერთდა, რომელმაც კუნთი დაიზიანა და გუნდს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა. კლუბმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.
იმის მიუხედავად, რომ ტრავმა არც ისე მძიმეა, “ბარსას” სამედიცინო პერსონალი ფეხბურთელის მდგომარეობით შეშფოთებულია, რაზეც Diario AS-ის ჟურნალისტი ხავი მიგელი საუბრობს.
საქმე იმაშია, რომ რობერტომ მსგავსი დაზიანება წინა სეზონშიც მიიღო, მის მოედანზე დაბრუნებას კი ძალიან დიდი დრო: 4 თვე დასჭირდა. როგორც წესი, ამ ტიპის ტრავმის მოშუშება ბევრად უფრო ადრე ხდება, მაგრამ სერჟის გამოჯანმრთელების პერიოდში ტრავმა ორჯერ გაურთულდა და სპეციალისტები შიშობენ, რომ ეს ისევ განმეორდება.
ფაქტია, რომ რობერტო “ალავესთან” დღევანდელი შეხვედრის განაცხადში ვერ ვიხილეთ, კიევის “დინამოსთან” მატჩში მის დაბრუნებას კი კლუბი პრაქტიკულად გამორიცხავს.
ხავი მიგელის ახალი ინფორმაციით, რობერტოს უქმობის სავარაუდო ხანგრძლივობა 3 კვირა იქნება.


მოსაშორებელია ეს
ზამთარში უნდა მოიშორონ, მარა ხავი რამდენად გააგდებს ეგაა საკითხავი.
ახლოსაც კი აღარაა ბარსას დონესთან. ლა ლიგის საშუალო დონის გუნდში კარგად იასპარეზებს
დიდი პატივისცემისდა მიუხედავად უნდა დაგვტოვოს და წავიდეს სადმე,ვესთ ჰემში ან ნიუკასლში.ჩემი აზრით,ამ კაცმა თავისი მაქსიმუმი გააკეთა
ბარსასთან მეკარები დედას იღნავენ და ელჩეს მეკარემ რა ბურთი ვერ აუღო ვინისიუს
nika 54,
29 წლისაა რატომ უნდა დაასრულოს? ვალენსიას დონის არის ეს კაცი და უყვარს ფეხბურთის თამაში😕
მე მგონი დროა ამან დაამთავროს კარიერა. ეს უკეთესად ვეღარ ათამაშდება და ეს დონე სრულიად არასაკმარისია მომავალი ბარსელონისთვის. მითუმეტეს ხელფასის დაკლებაზე ყველაზე მეტს ეს წუწუნებდა.