workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრიციო რომანო: ჩავისთან მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა

ფაბრიციო რომანო: ჩავისთან მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბარსელონასა” და ჩავი ერნანდესს შორის მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა. მხარეებს შორის ყველა პირობა უკვე შეთანხმებულია და დარჩა მხოლოდ ოფიციალური ხელმოწერა, რომლის შემდეგაც 41 წლის სპეციალისტი “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელი გახდება. 

მოსალოდნელია, რომ კონტრაქტი რამდენიმე დღეში გაფორმდება. ჩავი მოქმედ კლუბ “ალ სადთან” ერთად, სულ მცირე, 1 ან 2 შეხვედრას ჩაატარებს, ყატარული კლუბი კი ხელშეკრულებას ამის შემდეგ გაწყვეტს.

იმის შანსი, რომ ჩავიმ “ბარსა” 3 ნოემბერს კიევის “დინამოსთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე გადაიბაროს, დაბალია, რადგან ოფიციალურ პროცედურებს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. 

“ბარსელონამ” რონალდ კუმანი “რაიო ვალიეკანოსთან” წაგებული მატჩის შემდეგ გაათავისუფლა, მისი პოსტი კი დროებით სერჟი ბარჟუანმა დაიკავა, რომელიც აქამდე “ბარსა ბ-ს” ხელმძღვანელობდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • KING_BARCA
    schedule 29 ოქტ 2021, 22:04

    ეს მოუძებნის ადგილს ყველას, არვიცი რაეშველება ზოგიერთებს, და ფრენკი დეიონგის თემა მაინტერესებს ძაან რას უზამს მაესტრო….

  • Mate92
    schedule 29 ოქტ 2021, 21:20

    მე ვერ გავიგე რატომ არის ბარსელონაში შედარებით გამოუცდელიან შედარებით დაბალი კლასის ტრენერების მოყვანის ტენდენცია? ხო შეიძლება გამოცდილ და მაღალი კლასის ტრენერებზე იჩალიჩონ? (ხავის არ ვაკნინებ)

  • Berlinetta♥
    schedule 29 ოქტ 2021, 21:07

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: Giorga
    ეს რო დანიᲨნონ ადგეს და ლალიგა ან ლიგა დადოს კუმანს უნდა მიცე ყველგან ვაბᲨე😂😂😂😂


    ტუხელის მაგალითი აიღე😂😂😂 დიდი ტაქტიკოსი ნაღდად არაა ტუხელი მაგრამ გუნდის მოხოდვა შეუძლია ძაან თან სწორ გადაწყვეტილებებს იღებს და იცის ვინ სად უნდა გამოიყენოს და როდის რა დროს უნდა შეცვალოს…
    ასეთივე მგონია მე ხავი თორე ალ საადს ასე მაგრად რა აათამაშებდა მაშინ


    ტუხელი თუ არა ვინაა ტაქტიკოსი ??

  • EL MAESTRO 6
    schedule 29 ოქტ 2021, 20:54

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: Giorga
    ეს რო დანიᲨნონ ადგეს და ლალიგა ან ლიგა დადოს კუმანს უნდა მიცე ყველგან ვაბᲨე😂😂😂😂


    ტუხელის მაგალითი აიღე😂😂😂 დიდი ტაქტიკოსი ნაღდად არაა ტუხელი მაგრამ გუნდის მოხოდვა შეუძლია ძაან თან სწორ გადაწყვეტილებებს იღებს და იცის ვინ სად უნდა გამოიყენოს და როდის რა დროს უნდა შეცვალოს…
    ასეთივე მგონია მე ხავი თორე ალ საადს ასე მაგრად რა აათამაშებდა მაშინ


    ხავიც თუ ტუხელის ან კლოპისნაირი იქნა და ავშენებულვართ და ეგაა.. მაგრამ მემგონი ტაქტიკაშიც კარგი იქნება მაესტრო

  • Giorga
    schedule 29 ოქტ 2021, 20:14

    ეს რო დანიᲨნონ ადგეს და ლალიგა ან ლიგა დადოს კუმანს უნდა მიცე ყველგან ვაბᲨე😂😂😂😂

  • nika 54
    schedule 29 ოქტ 2021, 20:10

    ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ბარსელონასა" და ჩავი ერნანდესს შორის მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა.
    იმედი ვიქონიოთ, რო მოლაპარაკებები დემბელესთან მოლაპარაკებებს არ დაემსგავსება.