workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პეპ გვარდიოლა: ჩავის ახლა მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე მე მქონდა, როცა ბარსელონას მწვრთნელად დავინიშნე

პეპ გვარდიოლა: ჩავის ახლა მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე მე მქონდა, როცა ბარსელონას მწვრთნელად დავინიშნე

“ბარსელონაში” განვითარებულ მოვლენებს კლუბის ლეგენდა და “მანჩესტერ სიტის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა გამოეხმაურა. 

დღევანდელ პრესკონფერენციაზე მან კატალონიური გუნდის დამრიგებლად ჩავი ერნანდესის შესაძლო აყვანაზე ისაუბრა. 

არ ვიცი, რა მოხდება. “ბარსას” დროებითი მწვრთნელი ჰყავს და მას წარმატებას ვუსურვებ. ის ჩემი ახლო მეგობარია. 
თუ გუნდს ჩავი ჩაიბარებს, ეჭვი არ მეპარება, რომ ის მოვალეობას თავს შესანიშნავად გაართმევს. ის მუშაობისთვის მზადაა. ჩავი გარემოს კარგად იცნობს, ფეხბურთი კარგად ესმის და თავისი საქმე უყვარს. მას ახლა მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე მე მქონდა, როცა მწვრთნელად დავინიშნე. 
წარმატება, რომელსაც მე მივაღწიე, ფეხბურთელების მაღალი დონის დამსახურება იყო. კუმანმა, სერჟიმ, ჩავიმ, ყველამ იცის, რომ წარმატებას პირველ რიგში მოთამაშეების სწორად შერჩევა განაპირობებს. რა თქმა უნდა, მწვრთნელების პასუხისმგებლობა დიდია, მაგრამ ჩვენ თამაშზე მხოლოდ მცირე გავლენის მოხდენა შეგვიძლია. 
“ბარსას” მომავალ მწვრთნელს წარმატებას ვუსურვებ. იმედი მაქვს, ეს გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ ძალას აღიდგენს. 

– განაცხადა გვარდიოლამ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • rivaldo80
    schedule 29 ოქტ 2021, 20:39

    შენ რომ გყავს მაღალი დონის ფეხბურთელები და უკვე მილიარდი დახარჯე იმიტომ დებ ლიგას ლიგაზე პეპ იმედია ჟოზეს არ დამეგსავსები და დაეწევი თანამედროვე მწვრთნელებს.პრემიერ ლიგა პელეგრინისაც მოგებული აქვს და მანჩინისაც.ამ ბარსაზე რომ ატეხილია მთელი ამბავი ხალხი 20 წელია ლიგა ვერ იგებს ან მანჩე ბარსაზე უარეს დღეში არაა? სამჯერ ჩვენზე მეტი დახარჯეს და ჩემპიონობა არ ეღირსათ.ან იუვეე ??

  • nika 54
    schedule 29 ოქტ 2021, 20:23

    ციტატა: Griezzy7
    ისე ტრინკაოს და გრიზმანს რო გამოისყიდიან ატლეტიკო და ვულვზი მაქიდან ხო 60 მილიონს ავიღებთ. გრიზმანი (40) ტრინკაუ (20).
    მაგათ რო მიაყოლონ ესენი (ნეტო.ლენგლე.უმტიტი.დესტი.რობერტო.ბრეიტვეიტი.ლუკ დე იონგი) კი იშოვიან 60-80 მილიონს.
    ჯამში მოაგროვებენ დაახლოებით 160-180 მილიონს ხოდა მოუყვანონ ხავის 1 ცენტრალური მცველი (დე ლიხტი ან კუნდე) ან რუდიგერი უფასოდ! ერთი მარჯვენა მცველი ძირითადისთვის, ჩამოყალიბებული უკვე და ერთი ფორვარდი – ჰოლანდი!
    ჰოლანდი – 75 მილიონი ღირს მაგრამ 90 ზე ნაკლებად არავინ გამოგვატანს მაგას.
    დე ლიხტი და კუნდე მაქსიმუმ 60 მილიონი.
    და რაც დარჩებათ მარჯვენა მცველი მოიყვანონ.
    რავი თუ ლაპორტამაც ბართომეუსნაირად არ დაიწყო ლარებში ფეხბურთელების გაყიდვა მაშინ მთლად შეუძლებელი არარის


    დე ლიხტს იუვე აღარ მოსწონს და გუნდმა ფასი უკვე დაადო 120 მილიონი. პერესი ამოქმედდაო ჰალაზე წერენ.

  • Albicelecte
    schedule 29 ოქტ 2021, 18:28

    სამაგიეროდ მწვრთნელს შეუძლია, რომ ყველაფერი გააფუჭოს მისი უგერგილობით, რბილად რომ ვთქვათ….

  • Bakero
    schedule 29 ოქტ 2021, 18:01

    ციტატა: Andria
    კამანდას ვალვერდე სეტიენი და კუმანი მაგარი მწვრთნელები გონია და ფეხბურთელებს ტენიან ყველაფერს 🤣🤣🤣🤣


    ვალვერდე ! ანუ ბილბაო კაცი რომელმაც ყველაზე დიდი ზიანი მოუტანა კლუბს ჩემი აზრით ! რატომ ? გამარჯვებულის მენტალიტეტი აქცია დამარცხებულის მენტალიტეტად დღემდე ! სათამაშო სტილზე აღარაფერს ვამბობ ! ფიზიკა 0 ზუსტად მაგისგან დაიწყო (გრანდი აქცია "ბილბაოდ" rage ) …..სეტიენი ! ვერაფერს ვერ მოვთხოვ ! რატომ ? კაცი ძროხების სამწყემსად მიდიოდა და უთხრეს მოდი მოდი ბარსელონა გაწრთვენიო ( N1 მავნებელი ბართომეუ) ….კუმანი ! ამ საიტზე არა მგონია მაგის თამაში რეალობაში ბევრს ნანახი ჰქონდეს მე ნანახი მაქვს (ჩემი ასაკიდან და
    ბარსას გულშემატკივრობიდან გამომდინარე) ჰოდა ძალიან მაგრად მიკვირს ეხლა ნამდვილად კარგი ფეხბურთელი იყო (ლიდერობაც კი შეეძლო და ასრულებდა კიდეც) როგორც მწვრთნელი მაგაზე დიდი იდიოტი ნამდვილად არავინ მინახავს (იმ გადაწყვეტილებების მიხედვით რასაც აკეთებდა)

  • Iniesta_8
    schedule 29 ოქტ 2021, 17:50

    შემადგენლობა რომ ცუდი გვყავს ორი აზრი არაა, მარა სოსიედადს, ოსასუნას ან სევილიას უკეთესი ყავს? ნორმალური მწვრთნელი ოთხეულში უპრობლემოდ შეიყვანდა ბარსას და ლიგის ჯგუფიდანაც უმარტივესად გავიდოდა. ფეხბურთელის უვარგისობა კი ნაწილობრივ მწვრთნელის ბრალიცაა, კლოპი მეეზოვეებისგან ვარსკვლავებს აყენებს და ეს დე იონგის ნაირ ტალანტებს ასამარებს.

  • Andria
    schedule 29 ოქტ 2021, 17:44

    კამანდას ვალვერდე სეტიენი და კუმანი მაგარი მწვრთნელები გონია და ფეხბურთელებს ტენიან ყველაფერს 🤣🤣🤣🤣

  • Alien messi
    schedule 29 ოქტ 2021, 17:42

    ციტატა: kubla2000
    კააცმა გარკვევით თქვა მაღალი დონის ფეხბურთელები არყავს ბარსასო და სულ მწვრთნელს ნუ აწმინდავთ ხელსო ამდენი მწვრთნელი როგორ არ გამოდგა დაფიქრებულხართ ?
    :დდდ


    მაგას ვიძახი მესამე წელია მოგვყავს ახალი მწვრთნელი და ვიგებთ ეგრევე ლიგას 🤣🤣

  • Norman Bates
    schedule 29 ოქტ 2021, 17:36

    ციტატა: kubla2000
    კააცმა გარკვევით თქვა მაღალი დონის ფეხბურთელები არყავს ბარსასო და სულ მწვრთნელს ნუ აწმინდავთ ხელსო ამდენი მწვრთნელი როგორ არ გამოდგა დაფიქრებულხართ ?
    :დდდ


    რომელი იყო მანდედან მწვრთნელი რომ?

  • kubla2000
    schedule 29 ოქტ 2021, 17:17

    კააცმა გარკვევით თქვა მაღალი დონის ფეხბურთელები არყავს ბარსასო და სულ მწვრთნელს ნუ აწმინდავთ ხელსო ამდენი მწვრთნელი როგორ არ გამოდგა დაფიქრებულხართ ?
    :დდდ

  • Iniesta_8
    schedule 29 ოქტ 2021, 17:17

    ციტატა: Griezzy7
    ისე ტრინკაოს და გრიზმანს რო გამოისყიდიან ატლეტიკო და ვულვზი მაქიდან ხო 60 მილიონს ავიღებთ. გრიზმანი (40) ტრინკაუ (20).
    მაგათ რო მიაყოლონ ესენი (ნეტო.ლენგლე.უმტიტი.დესტი.რობერტო.ბრეიტვეიტი.ლუკ დე იონგი) კი იშოვიან 60-80 მილიონს.
    ჯამში მოაგროვებენ დაახლოებით 160-180 მილიონს ხოდა მოუყვანონ ხავის 1 ცენტრალური მცველი (დე ლიხტი ან კუნდე) ან რუდიგერი უფასოდ! ერთი მარჯვენა მცველი ძირითადისთვის, ჩამოყალიბებული უკვე და ერთი ფორვარდი – ჰოლანდი!
    ჰოლანდი – 75 მილიონი ღირს მაგრამ 90 ზე ნაკლებად არავინ გამოგვატანს მაგას.
    დე ლიხტი და კუნდე მაქსიმუმ 60 მილიონი.
    და რაც დარჩებათ მარჯვენა მცველი მოიყვანონ.
    რავი თუ ლაპორტამაც ბართომეუსნაირად არ დაიწყო ლარებში ფეხბურთელების გაყიდვა მაშინ მთლად შეუძლებელი არარის


    მეგობარო ამდენი ფეხბურთელის გაყიდვა, თან ზუსტად იმ ფასად რასაც ჩამოწერთ ხოლმე, შეუძლებელია. ბარსა კაირა პერესი ვერ იშორებს ბეილს მარიანოს ისკოს და სხვა უვარგის ფეხბურთელებს. არავის უნდა ეს ჩამოწერილი ფეხბურთელები, რაც არ უნდა იაფი ღირდნენ.

  • xavi73
    schedule 29 ოქტ 2021, 17:04

    ეხ პეპ შენ რო ბარსა მართლა გულით გიყვარდეს დაბრუნდებოდი და გუნდს ამოიყვანდი ამ ჭაობიდან , ეხლა ჭირდები ყველაზე მეტად გუნდს ))