workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გოლისა და ასისტის გარეშე – არის თუ არა მესი მართლა ასეთი ცუდი ლიგა 1-ში? | ანალიზი

გოლისა და ასისტის გარეშე – არის თუ არა მესი მართლა ასეთი ცუდი ლიგა 1-ში? | ანალიზი

ოქროს ბურთის ხმის მიცემა დასრულებულია და მისი მოგების ფავორიტად კვლავ ლიონელ მესი მიიჩნევა. “ბარსელონაში” ჩატარებული სეზონისა და არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკის მოგების შემდეგ, “ლა პულგა”, ფაქტობრივად, უკონკურენტოდ მიიჩნეოდა, თუმცა ახლა ბევრი თვლის, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ვარსკვლავი ოქროს ბურთს არ იმსახურებს. მიზეზი 2021/22 წლების სეზონის სტარტია – ლეო ჯერ კიდევ ახალ გუნდთან ადაპტაციის პროცესშია და ისე ვერ გამოიყურება, როგორც შეეფერება. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მესის ანგარიშზე 3 გოლია, ლიგა 1-ში მას უჩვეულოდ ცუდი სტატისტიკა აქვს – 0 გოლი და 0 ასისტი.

მაგრამ, მართლა ისეთი ცუდია ლეო საფრანგეთის ჩემპიონატში, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს? 

Tribuna.com-მა გადაწყვიტა, ანალიზი გაეკეთებინა.

 

გრაფიკი გვიჩვენებს, რომ მესიმ 10 შეხვედრიდან 6 გამოტოვა – ზოგი ნაკრებში თამაშის, ზოგი კი ტრავმის ან სათანადო კონდინციებში არ ყოფნის გამო. ბოლო ორი მიზეზი ცხადჰყოფს, რომ არგენტინელს ფორმაში ჩასადგომად გარკვეული პერიოდი დასჭირდებოდა. 

ჩატარებული ოთხი შეხვედრიდან, პირველი, “რეიმსის” წინააღმდეგ გამართული, ლეოსთვის სადებიუტო იყო და მოედანზე მხოლოდ 24 წუთი გაატარა, პსჟ კი უკვე 2-0-ს იგებდა, ამიტომ გუნდს შეტევაში აქტიურობით თავი აღარ მოუკლავს.

“ლიონთან” გაჭირვებით მოგებულ მატჩში კი მაურისიო პოჩეტინომ 76-ე წუთზე, 1-1-ზე მესის შეცვლა გადაწყვიტა, რაზეც არგენტინელი განაწყენდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ლეოს მცირე დაზიანება ჰქონდა, რამაც თამაში კიდევ გამოატოვებინა.

საბოლოო ჯამში, 4 თამაშიდან მოედანზე 90 წუთი მხოლოდ ორჯერ გაატარა. გადავხედოთ ლეოს სტატისტიკას ორივე მათგანში.

“რენის” წინააღმდეგ

3 საკვანძო პასი

1 შექმნილი საგოლე შანსი

51/61(84%) პასები 

6/6(100%) გრძელი პასები

ამ შეხვედრაში ნეიმარმა, მბაპემ და დი მარიამ ბევრი მომენტი გაანიავეს, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ ლეოს მიერ იყო შექმნილი.

მარსელის წინააღმდეგ

2 კარში დარტყმა

1 შექმნილი საგოლე შანსი

47/56(84%) პასები

3/5(60%) გრძელი პასები

ეს მატჩი ლეოსთვის საუკეთესო ნამდვილად არ იყო, თუმცა ის გამთამაშებლის ფუნქციებს მაინც კარგად ითავსებდა.

შეჯამება

მესის სტატისტიკას ცუდს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რადგან პსჟ-ს ფორვარდები ლეოს შექმნილ შანსებს რომ ვერ იყენებენ, ეს მისი ბრალი სულაც არაა. 

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ მესის ლიგა 1-ში ზედიზედ ორი მატჩი არ ჩაუტარებია. ასე რომ, ლეოს საფრანგეთის ჩემპიონატში ფეხი სრულფასოვნად არ შეუდგამს, რასაც ხელი ტრავმებმა შეუშალა. თუმცა ის თავის სიტყვას აქაც აუცილებლად იტყვის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში