ისინი მამაჩემის სიკვდილით ბიზნესს აკეთებენ – მარადონას ქალიშვილები დაანონსებული მატჩის იდეას აკრიტიკებენ

ისინი მამაჩემის სიკვდილით ბიზნესს აკეთებენ – მარადონას ქალიშვილები დაანონსებული მატჩის იდეას აკრიტიკებენ

დიეგო მარადონას ქალიშვილებმა, დალმამ და ჯანინამ “ბარსელონასა” და “ბოკა ხუნიორსს” შორის დაანონსებული მატჩის ჩატარების იდეა გააკრიტიკეს, რომელიც ლეგენდარული არგენტინელის ხსოვნის საპატივსაცემოდ გაიმართება.

მათ სიტყვებს ესპანური გამოცემა, Deportes Cuatro ციტირებს.

ისინი მამაჩემის სიკვდილით ბიზნესს აკეთებენ.

 – თქვა დალმამ.

დიეგოს მეორე შვილმა, ჯანინამ კი ვინმე მატიას მორლა გააკრიტიკა, რომელიც შუამავლის სახით მატჩის ორგანიზებაში მონაწილეობდა.

ეს ბიჭი მამაჩემთან მოვიდა როგორც გულშემატკივარი, ახლა კი ამტკიცებს, რომ მისი სახელით საიმიჯო უფლებებს ფლობს. ის ამტკიცებს, რომ მის შვილებს არანაირი უფლება აქვთ.

 – თქვა ჯანინამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი აღნიშნულ შეხვედრას არ დაესწრებიან.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • nika 54
    29 ოქტ 2021, 21:10

    ეტყობა ამათ არაფერი შესთავაზეს.

  • azulgerana
    29 ოქტ 2021, 05:31

    ბაზარი არაა

  • M10 S9 D11
    29 ოქტ 2021, 01:44

    და რა არ მოწონთ?

    ციტატა: Bojan Krkic
    მარადონა, ფეხბურთის ღმერთი…

    წარმოიდგინეთ, 60-70% მაინც რომ ეთამაშა იმის, რაც უნდა ეთამაშა, დღეს რა მოხდებოდა.


    ფეხბურთის ღმერთი ვიცი მე მესი მარადონა არა პელე კიდე

  • Albicelecte
    29 ოქტ 2021, 00:17

    მატჩიდან მიღებული შემოსავალი უპატრონო ბავშვთა დასახმარებლად გადაირიცხოს და მოგვარდება ყველაფერი, იქ დიეგოს სული გაიხარებს barca-6

  • alen halilovic
    28 ოქტ 2021, 23:55

    მეც მასეთი განცდა მაქვს. ეს მატჩი არგენტინაში ან ნეაპოლში უნდა იმართებოდეს და ფული რაც შემოვიდოდა ისიც ეყოფოდათ, შეურაცხყოფაა ჩემი აზრით ის, რასაც აპირებენ

  • Bojan Krkic
    28 ოქტ 2021, 23:41

    მარადონა, ფეხბურთის ღმერთი…

    წარმოიდგინეთ, 60-70% მაინც რომ ეთამაშა იმის, რაც უნდა ეთამაშა, დღეს რა მოხდებოდა.

  • Iniesta_8
    28 ოქტ 2021, 23:26

    მარადონაზე თქვეს, სიკვდილის დროს მარტო იყოო. ამასაც ფული ანაღვლებს, თორემ მომაკვდავ კაცთან ბოლო რამდენიმე საათს გაატარებდა როგორმე. ახლა მაგის ქონების გაყოფაზე მაგარი ტაციაობა იქნება.