ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა ბ-ს” დროებითი მთავარი მწვრთნელი ალბერ კაპელიასი იქნება.
კაპელიასი “ბარსას” სასკოლო აკადემიაში მუშაობდა, 1999-2003 წლებში კი სარეზერვო გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო. 54 წლის ესპანელს ნიდერლანდებში, გერმანიაში, დანიაში, ისრაელსა და ჩინეთში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად უმუშავია.
“ბარსა ბ-ს” მწვრთნელის ცვლილება პირველი გუნდის თავკაცად სერჟი ბარჟუანის დროებით დანიშვნას მოჰყვა. მას შემდეგ რაც, “ბლაუგრანას” ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება, ბარჟუანი მეორე გუნდში დაბრუნდება.




ხო დიდი გარდაქმნები მიდის კლუბში, ორკვირიანები.