ჟურნალისტ ხერმან ბონა გარსიას ინფორმაციით, “ბარსა ბ” ამ მომენტისთვის მწვრთნელის გარეშეა.
წყაროს ცნობით, კლუბს ამ დრომდე ახალგაზრდა მოთამაშეებისათვის არაფერი შეუტყობინებია. სარეზერვო გუნდს ხვალ ლინარესში გამგზავრება უწევს, სადაც მორიგი მატჩი უნდა გამართოს.
თავდაპირველი ინფორმაციით, “ბარსა ბ-ს” ფელიპ ორტისი ჩაიბარებდა, თუმცა, ალბერ როგეს თანახმად, ის სერჟი ბარჟუანს პირველ გუნდში წაჰყვება.
შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ სანამ ბარჟუანი სარეზერვო გუნდს დაუბრუნდება, ახალგაზრდებს მისი მეორე ასისტენტი, ალბერ პერისი გაუძღვება.




ბარსა ბ უმწვრთნელოდაა!!!!
პირველი გუნდი 5-6 წელია უმწვრთნელოდაა, რა მოხდა მერე.