ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 28 ოქტომბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 28 ოქტომბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 28 ოქტომბერს მოხდა.

თამაშები

28 ოქტომბერს “ბარსელონამ” 22 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 16 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1973 წელი

“ბარსელონაში” იოჰან კრუიფის დებიუტი შედგა. “კამპ ნოუზე” “გრანადასთან” 4-0 მოგებულ შეხვედრაში მან თავი დუბლით გამოიჩინა.

2018 წელი

მესის გარეშე მოთამაშე “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” 5-1 გაანადგურა. გოლები სუარესმა (3), კოუტინიომ და ვიდალმა გაიტანეს. ვიდალისთვის ეს “ბარსელონას” მაისურით გატანილი პირველი გოლი იყო, ხოლო სუარესისთვის ლა ლიგაში მე-10 ჰეთ თრიქი.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (2)

  • nika 54
    28 ოქტ 2021, 12:04

    ნამეტანი ღარიბია 28 ოქტომბერი სიახლეებით.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    28 ოქტ 2021, 10:34

    ვალიკოს დრო❤️