დღეს, “ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ანსუ ფატი ტრავმირებულია და “რაიო ვალიეკანოს” წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს.
ESPN-ის ჟურნალისტი, ჟორდი ბლანკო 18 წლის ფეხბურთელის ტრავმის სიმძიმეს აფასებს. წყაროს ცნობით, ფატი შემდეგ შეხვედრასაც გამოტოვებს, რომელიც “ბარსას” 30 ოქტომბერს, “ალავესის” წინააღმდეგ ელის, 3 ნოემბერს, კიევის “დინამოსთან” თამაშს კი შეძლებს.
ანსუ ფატიმ ხანგრძლივი ტრავმა ცოტა ხნის წინ მოიშუშა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 შეხვედრის ჩატარება მოახერხა. საბედნიეროდ, ამჟამად მიღებული დაზიანება მძიმე არაა და მას ისევ დიდი ხანი უქმობა არ მოუწევს.




მოკლედ ეს "ამომავალი ვარსკვლავი" ნელ ნელა ჯდება ხომ დემბელეს გრაფიკში. ეგება ისე მაინც ააწყონ რომ როცა ერთი ითამაშებს მეორემ ტრავმებს მიხედოს ხოლმე და პირიქით. ანუ ერთი ჰოსპიტალში იმორიგევებს მეორე მოედანზე და გვეყოლება ორი-ერთში. თუმცა გუნდს რო გადახედავ სამში ერთიც ცოტა იქნება ამათთვის.
არაუშავს მთაბარია რო სერიოზული არაფერია
კი ოღონდ მაშინ მარცხენა მუხლზე ჰქონდა ახლა მარჯვენაზე აქვს
პრობლემა იგივე მუხლზე აქვს?
ისე დაეცა ის საქონელი ალაბა და ისეთი სახე მიიღო ამან რო მივხვდი რაღაც ნიტო იყო