ბოლო დროს გააქტიურდა საუბრები იმის შესახებ, ხომ არ იმსახურებს “ოქროს ბურთს” ქარიმ ბენზემა უფრო მეტად, ვიდრე ლიონელ მესი. ამის მიზეზი ისაა, რომ ფრანგი თავდამსხმელი მიმდინარე სეზონში მართლაც ძალიან კარგ ფორმაშია, არგენტინელი კი საფრანგეთის ჩემპიონატში ჩვეულ თამაშს ჯერ ვერ აჩვენებს.
მიმდინარე სეზონში ბენზემა მესის მხოლოდ შიდა ჩემპიონატში ჯობნის, ჩემპიონთა ლიგაზე კი ლეოს უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი. მაგრამ თუ მხედველობაში კალენდარულ წელს ავიღებთ, ვნახავთ, რომ მესის ესპანეთის ჩემპიონატში 2021 წელს უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე ბენზემას, არადა ლეომ ლა ლიგაში ბოლო თამაში 163 დღის წინ ჩაატარა. იმის მიუხედავად, რომ არგენტინელმა ესპანეთში ბოლო შეხვედრა მაისში ჩაატარა, ის კალენდარული წლის მიხედვით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირობას ინარჩუნებს. მესის აქტივში 23 გოლია, ხოლო ბენზემამ მეტოქეთა კარი 22-ჯერ აიღო.
“ოქროს ბურთი” კი კალენდარული წლის შედეგების მიხედვით გადაიცემა და არა სეზონის.



